Thumbnail
  • ინგლისური გამოცემა 2022 წლის 100 საუკეთესო ფეხბურთელს ეტაპობრივად ასახელებს
  • რჩეულთა შორის საქართველოს ნაკრებისა და ნაპოლის 21 წლის შემტევიც მოხვდა
  • მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია

ცნობილი ინგლისური გამოცემა The Guardian 2022 წლის 100 საუკეთესო ფეხბურთელს ეტაპობრივად ასახელებს. ამ დროისთვის უკვე ცნობილია 100-11 ადგილებზე გასულ მოთამაშეთა ვინაობები. სასიხარულოა, რომ ჩამონათვალში მოხვდა საქართველოს ნაკრებისა და ნაპოლის მარცხენა გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც გამოცემამ მე-40 პოზიციაზე გაიყვანა,

21 წლის ქართველი ფეხბურთელი, რომელიც ნეაპოლში შარშან ზაფხულში, დინამო ბათუმიდან გადაბარგდა, მოკლე დროში იქცა არა მხოლოდ ნაპოლისა და სერია A-ს, არამედ ევროპული ფეხბურთის ერთ-ერთ გამორჩეულ მოთამაშედ.

კვარაცხელიას ნაპოლი ნანატრი სკუდეტოსკენ მიჰყავს

2022 წელს ხვიჩა კვარაცხელიას სტატისტიკა ასე გამოიყურება: 

ყაზანის რუბინი - 5 მატჩი, 1 გოლი, 2 საგოლე პასი.
დინამო ბათუმი - 13 მატჩი, 8 გოლი, 2 საგოლე პასი.
ნაპოლი - 17 მატჩი, 8 გოლი, 8 საგოლე პასი.
საქართველოს ნაკრები - 7 მატჩი, 6 გოლი, 4 საგოლე პასი.

ხვიჩა The Guardian-ის რეიტინგში უფრო მაღალ პოზიციაზეა, ვიდრე, მაგალითად, კრიშტიანო რონალდო (ალ ნასრი, 51-ე ადგილი), დავიდ ალაბა (მადრიდის რეალი, 42-ე) ან იოზუა კიმიხი (მიუნხენის ბაიერნი, 41-ე).

30. ოლივიე ჟირუ (მილანი)
31. იოშკო გვარდიოლი (ლაიპციგი)
32. ხულიან ალვარესი (მანჩესტერ სიტი)
33. კრისტოფერ ნკუნკუ (ლაიპციგი)
34. ალისონი (ლივერპული)
35. მარტინ ედეგორი (არსენალი)
36. ჟოაო კანსელო (მანჩესტერ სიტი)
37. გავი (ბარსელონა)
38. ანხელ დი მარია (იუვენტუსი)
39. ტონი კროოსი (მადრიდის რეალი)
40. ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი)
41. იოზუა კიმიხი (მიუნხენის ბაიერნი)
42. დავიდ ალაბა (მადრიდის რეალი)
43. იასინ ბონო (სევილია)
44. რუბუნ დიაში (მანჩესტერ სიტი)
45. ორელიენ ჩუამენი (მადრიდის რეალი)
46. ტეო ერნანდესი (მილანი)
47. ალექსის მაკ ალისტერი (ბრაიტონი)
48. როდრიგო დე პაული (მადრიდის ატლეტიკო)
49. სოფიან ამრაბატი (ფიორენტინა)
50. კოდი გაკპო (ლივერპული)

ამავე რეიტინგში იტალიის სერია A-ში მოთამაშე ფეხბურთელების TOP 10 ასე გამოიყურება:

23. რაფაელ ლეაო (მილანი)
30. ოლივიე ჟირუ (მილანი) 
38. ანხელ დი მარია (იუვენტუსი)
40. ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი)
46. ტეო ერნანდესი (მილანი)
49. სოფიან ამრაბატი (ფიორენტინა)
52. ვიქტორ ოსიმენი (ნაპოლი)
66. დუსან ვლაჰოვიჩი (იუვენტუსი)
68. მარსელო ბროზოვიჩი (ინტერი)
70. ლაუტარო მარტინესი (ინტერი)

"კვარაცხელიამ სახელი ჯერ კიდევ ყაზანის რუბინსა და დინამო ბათუმში თამაშით გაითქვა, მაგრამ რუსეთისა და საქართველოს საზღვრებს გარეთ მაინც შეუმჩნეველი იყო იქამდე, სანამ გასულ ზაფხულს ნაპოლიში არ გადავიდა. სერია A-ს კლუბმა მასში 10 მილიონი ევრო გადაიხადა და ეს ტრანსფერი დღეს ბოლო დროის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ გარიგებად მიიჩნევა. მისი გარღვევები, გოლები, საგოლე პასები და საოცარი თამაში დაეხმარა ნაპოლის, გალიდერებულიყო სატურნირო ცხრილში და მიახლოებოდა პირველ სკუდეტოს, 1990 წლის შემდეგ. მისი მეტსახელი "კვარადონა" ყველაფერზე მეტყველებს. რაღაც განსაკუთრებულია საჭირო იმისთვის, რომ ნეაპოლში ელ დიეგოს შეგადარონ", - წერს The Guardian. 

ხვიჩამ ნაკრებს უეფას ერთა ლიგის C დივიზიონი მოაგებინა

გამოცემა 2022 წლის TOP 100 ფეხბურთელის რეიტინგის საბოლოო ვერსიას 27 იანვარს გამოაქვეყნებს, მეოცე-მეთერთმეტე ადგილებზე გასულთა სია კი ასე გამოიყურება: 

11. სადიო მანე (ბაიერნი)
12. ნეიმარი (პსჟ)
13. ჰარი კეინი (ტოტენჰემი)
14. ჯუდ ბელინგემი (დორტმუნდი)
15. კაზემირო (მანჩესტერ იუნაიტედი)
16. აშრაფ ჰაკიმი (პსჟ)
17. ანტუან გრიზმანი (ატლეტიკო)’
18. ფედერიკო ვალვერდე (რეალი)
19. პედრი (ბარსელონა)
20. ემილიანო მარტინესი (ასტონ ვილა).

კომენტარები

ბოლო ამბები