Thumbnail

კითხვები მილანის გაყიდვაზე - პროკურატურამ გამოძიება დაიწყო

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • მილანის პროკურატურამ საფეხბურთო კლუბ მილანის გაყიდვაზე გამოძიება დაიწყო
  • REDBIRD-მა მილანი 1,2 მილიარდ ევროდ იყიდა, ამერიკულ კომპანიას უჩივიან

მილანის პროკურატურამ ელიოტის ფონდისგან RedBird-ისთვის მილანის მიყიდვაზე გამოძიება დაიწყო. ამის საფუძველი კლუბის ყოფილი აქციონერების საჩივრები გახდა. ლუქსემბურგში დაფუძნებულმა კომპანია Blue Sky-მ და მისმა მფლობელმა კომპანიამ Luxembourg Investment Company-მ მილანის საქალაქო სასამართლოში კლუბის გაყიდვის დაბლოკვაზე საჩივარი შეიტანეს, მაგრამ უკანვე გატანა გადაწყვიტეს, რადგანაც კლუბის გაყიდვა აგვისტოს ბოლოს უკვე დასრულებული იყო.

Blue Sky-ს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ კლუბის გაყიდვის პროცესი გამჭვირვალე არ იყო. ამ კომპანიამ ლუქსემბურგში კიდევ ერთი საჩივარი შეიტანა, რათა მილანის გაყიდვაზე გაფორმებული კონტრაქტი გაუქმდეს.

ამერიკულმა საინვესტიციო კომპანია RedBird-მა მილანი 1,2 მილიარდ ევროდ იყიდა ელიოტის ფონდისგან. ელიოტის ფონდმა კი მილანი იტალიის პრემიერმინისტრ სილვიო ბერლუსკონისგან შეიძინა, რომელიც კლუბს 30 წლის განმავლობაში მართავდა. RedBird საფეხბურთო კლუბ ლივერპულს, ბეისბოლის გუნდ ბოსტონ რედ სოქსს ფლობს. გარდა ამისა, RedBird-ს ლიგა ერთის კლუბ ტულუზას აქციები ეკუთვნის.

კომენტარები

ბოლო ამბები