Thumbnail

'გუნდში სიტუაცია ვერ შეცვალა' - აიაქსმა მწვრთნელი გაათავისუფლა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი

ამსტერდამის აიაქსი უმწვრთნელოდ დარჩა. ვოლენდამთან შეხვედრა ფრედ დასრულდა და კლუბის ხელმძღვანელობამ ალფრედ შროდერს ეს აღარ აპატია. ვოლენდამი ერედივიზიონის გასავარდნ ზონაშია, აიაქსს კი ბოლო 7 მატჩში 1 მარცხი და 6 ფრე აქვს.

''მტკივნეული გადაწყვეტილებაა, მაგრამ ასევე აუცილებელი. კარგი სტარტის შემდეგ, ჩვენ დავკარგეთ ქულები. თამაში არასტაბილური იყო. ალფრედმა ვერ შეძლო სიტუაციის შეცვლა, ჩვენ მისი გვჯეროდა. მას ძლიერი შემადგენლობა ჰყავდა და ბოლო კვირებში უამრავი ქულა დაკარგა. სამწუხაროდ, პროგრესი ვერ დავინახეთ'', - განაცხადა ედვინ ვან დერ სარმა.

ალფრედ შროდერი აიაქსში შარშან ბრიუგედან გადავიდა. ის აიაქსში მანამდეც მუშაობდა, მან მთავარი მწვრთნელის ასისტენტის პოზიციაზე ერთი წელი გაატარა.

კომენტარები

ბოლო ამბები