Thumbnail
  • მარლონ ვერამ მერაბ დვალიშვილისა და პიოტრ იანის მომავალ ჩხუბზე აზრი გამოთქვა
  • ეკვადორელი მებრძოლის აზრით, მერაბ დვალიშვილს გარკვეული უპირატესობა აქვს
  • მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია 

UFC-ში მერაბ დვალიშვილისა და რუსი პიოტრ იანის მომავალ დაპირისპირებაზე აზრი ეკვადორელმა მებრძოლმა მარლონ ვერამაც გამოთქვა. 30 წლის სპორტსმენი, რომელიც სუპერმსუბუქი წონის რეიტინგში მე-4 პოზიციას იკავებს, იანის (2) და დვალიშვილის (3) შემდეგ, ვარაუდობს, რომ ქართველი რუსს გაუმკლავდება.

მერაბ დვალიშვილისა (15-4 ММА, 8-2 UFC) და პიოტრ იანის (16-4 ММА, 8-3 UFC) დაპირისპირება 12 მარტს, ლას-ვეგასში გაიმართება და ის UFC Fight Night 221-ის მთავარი ბრძოლა იქნება.

"ეს კარგი ბრძოლაა. უკვე ვხედავ, როგორ აკონტროლებს მერაბი თვის მეტოქეს ხუთი რაუნდის განმავლობაში. აქ კიდევ ერთი რამ არის გასათვალისწინებელი - ის საკმაოდ კარგადაც ურტყამს. 

ვნახოთ, როგორ დაიწყებს იანი ამჯერად გამოსვლას. ისე ჩანდა, რომ ბოლოს გამართულ შეხვედრაში ის არცთუ კარგად იყო მომზადებული. მაშინ პიოტრი საკმაოდ სწრაფად "მოკვდა". ვნახოთ, შეასრულებს თუ არა თავის საქმეს ამჯერად. თუკი ახლაც არ იქნება იანი სათანადოდ მომზადებული, მერაბი მსაჯთა გადაწყვეტილებით მოუგებს", - ამბობს "ჩიტო". 

32 წლის მერაბ დვალიშვილმა UFC-ში ბოლოს 2022 წლის აგვისტოში იჩხუბა და ჟოზე ალდო მსაჯთან ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა. 29 წლის პიოტრ იანმა კი შარშან ოქტომბერში შონ ო’მელისთან წააგო.

კომენტარები

ბოლო ამბები