Thumbnail

'ხვიჩას ძალიან ჰგავს, ბევრი საერთო აქვთ' - რას წერს ნეაპოლური მედია კვერნაძეზე

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე

დინამო ბათუმისა და გრაცის შტურმთან ტესტ-მატჩში (2:2), რომელიც გია გეგუჩაძის გუნდმა თურქულ შეკრებაზე გამართა, გიორგი კვერნაძის გოლი უდავოდ გამორჩეული იყო.

19 წლის შემტევმა ნახევარმცველმა ძალიან ეფექტური გოლი შეაგდო და ნეაპოლური მედიის ყურადღებაც დაიმსახურა. როგორც იცით, კვერნაძის დინამო ბათუმში ტრანსფერამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ქართველ ფეხბურთელს ნაპოლის სკაუტები აქტიურად აკვირდებიან და ამიტომაც, Calcionapoli24 ქართველი ფეხბურთელის სუპერგოლს ასე გამოეხმაურა:

"19 წლის გიორგი კვერნაძეს დე ლაურენტისის ნაპოლი დიდი ყურადღებით აკვირდება. კვარაცხელიას სენსაციის შემდეგ, "აძური" მზადაა, საქართველოში ყურადღება მიაქციოს ამ ნიჭიერ თავდამსხმელს, რომელიც ხვიჩას ძალიან ჰგავს - მარცხენა ფლანგზე თამაშობს, მემარჯვენეა, ძლიერი დარტყმა აქვს და დრიბლინგში დახელოვნებულია.

კვარაცხელიას და კვერნაძეს ბევრი საერთო აქვთ, მათ შორის გუნდებიც. 19 წლის ფეხბურთელიც ცოტა ხნის წინ დინამო ბათუმში გადავიდა და გრაცის შტურმის წინააღმდეგ სუპერგოლი გაიტანა, შორეულ კუთხეში. მოქმედება ძალიან მოგაგონებთ მის თანამემამულეს, რომელიც ნეაპოლში ცოტა ხნის წინ ჩამოვიდა", - წერს
Calcionapoli.

გიორგი კვერნაძე საბურთალოს აკადემიის აღზრდილია, გასული სეზონი კი თელავში გაატარა, რომლის რიგებში 21 შეხვედრაში 3 გოლის გატანა მოახერხა.

კომენტარები

ბოლო ამბები