Thumbnail
  • 📅 29 იანვარი | 🏟 სტადიო მარადონა | ⌚ 23:45 | 🟠 ნაპოლი V რომა
  • ნაპოლი ძალიან კარგ ფორმაშია და დიდი უპირატესობა აქვს
  • რომას დიდი ხანია არ წაუგია და ნეაპოლში მოსაგებად ჩადის
  • ყველაფერი, რაც ამ მატჩის შესახებ უნდა იცოდეთ

იტალიის სერია A-ში მე-2 წრე იწყება. ნახევარი სეზონის შემდეგ ნაპოლის ძალიან დიდი ჰადიკაპი აქვს - 12 ქულა!

ასეთი სხვაობით პირველი წრის შემდეგ ლიდერი არავინ ყოფილა - ლუჩანო სპალეტის გუნდი "სკუდეტოსთვის" ბრძოლაში გამოკვეთილი ფავორიტია. ვინ უნდა შეეცილოს ნაპოლის ჩემპიონობაში? რთული სათქმელია, რადგან იუვენტუსი უმძიმეს ვითარებაშია მოედანს მიღმა მიმდინარე მოვლენების გამო, მილანური გრანდები ძალიან არასტაბილურად თამაშობენ, რომა და ლაციო კი - ძნელად წარმოსადგენია. ამგვარად, ნაპოლიმ საკუთარ თავს განაჩენი თვითონ თუ არ გამოუტანა, წესით, ისტორიაში მესამე და 33 წლის შემდეგ პირველი ჩემპიონობა უნდა იზეიმოს. თუმცა, ჯერ მანამდე ზუსტად ნახევარი სეზონია და ამიტომ, სპალეტის ბიჭებს ყურადღების მოდუნების უფლება არ აქვთ.

მე-2 წრეს ნაპოლი რომასთან საკმაოდ რთული მატჩით იწყებს. ჟოზე მოურინიოს გუნდი კარგ ფორმაშია, სერია A-ში 6 ნოემბრის შემდეგ არ დამარცხებულა და ოთხეულშია. უფრო მეტიც: "ჯალოროსი" "სტადიო მარადონაზე" თუ მოიგებს, ნაპოლისთან ჩამორჩენას 10 ქულამდე შეამცირებს. მართალია, 10 ქულა ცოტა არაა, მაგრამ გარკვეული სახის იმედს მაინც გაიჩენს.

პირველ წრეში ნაპოლიმ დედაქალაქში ვიქტორ ოსიმენის ფანტასტიკური გოლით მოიგო. ზოგადად, "აძურიმ" პირველ წრეში გასვლაზე, რომას გარდა, ლაციო, ატალანტა და მილანი დაამარცხა, რაც შესანიშნავი შედეგია (შინ იუვენტუსსაც მოუგო და სტუმრად მხოლოდ ინტერთან წააგო). ბევრს საუბრობდნენ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის პაუზის შემდეგ ნაპოლის ტემპი დავარდებოდა, მაგრამ ასე არ მოხდა, პირიქით - ნეაპოლელთა უპირატესობა ახლა უფრო დიდია, ვიდრე ნოემბერში იყო, როცა მუნდიალის გამო სეზონი ლამის 2 თვით შეჩერდა. აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ ნაპოლიმ ისტორიაში პირველად მოახერხა პირველი წრის 50 ქულით დასრულდა. უკეთესი შედეგი ისტორიაში მხოლოდ ორ გუნდს, იუვენტუსსა (ორჯერ) და ინტერს (ერთხელ) ჰქონიათ.

კვარაცხელია სრული დატვირთვით ემზადება

ნაპოლისთვის და ჩვენთვის მთავარი კარგი სიახლე ისაა, რომ ხვიჩა კვარაცხელია ბრუნდება. ქართველმა ფეხბურთელმა ბოლოს 2 კვირის წინ ითამაშა იუვენტუსთან, როცა, ალბათ, კარიერის საუკეთესო თამაში ჩაატარა. თუმცა, შემდეგ, გაციების გამო 1 კვირა გაუცდა და 2 თამაშიც გამოტოვა კრემონეზესა და სალერნიტანას წინააღმდეგ. ამჯერად, 21 წლის ქართველი ფეხბურთელი ჯანმრთელია და გუნდთან ერთად ვარჯიშობს. იტალიური მედია დარწმუნებულია, რომ ლუჩანო სპალეტი გუნდის ქართველ ვარსკვლავს რომასთან ძირითად შემადგენლობაში ათამაშებს.

საინტერესო ფაქტები

🟠 ნაპოლის სერია A-ში რომასთან ბოლო 9 მატჩიდან 8 არ წაუგია (5 მოგება, 3 ფრე). "ჯალოროსიმ" ნაპოლი ბოლოს 2019 წლის 2 ნოემბერს, "სტადიო ოლიმპიკოზე" 2:1 დაამარცხა.

🟠 ნაპოლი რომასთან სერია A-ში ბოლო ოთხ საშინაო მატჩში დაუმარცხებელია (2 მოგება, 2 ფრე) და ჯალოროსისთან შინ 5-მატჩიანი წაუგებელი სერია ბოლოს 1989-1995 წლებში ჰქონდა (7 ამ შემთხვევაში).

🟠 კალოჩოპოლის (2004-2006) ორი წლის გამოკლებით ეს მხოლოდ მე-5 შემთხვევაა ისტორიაში, როდესაც გუნდმა პირველი წრის 19 თამაშიდან 16 მოიგო სერია A-ში: ნაპოლი 2022/2023, იუვენტუსი 2018/19, იუვენტუსი 2013/14, ინტერი 2006/07 და იუვენტუსი 1949/50.

🟠 2023 წლის დასაწყისიდან მხოლოდ ნანტმა (5-დან 5) მოახერხა უფრო მეტჯერ კარის მშრალად შენახვა, ვიდრე რომამ ტოპ ჩემპიონატებში. რომაელების შედეგია 5-დან 4-ჯერ მშრალი კარი.

🟠 იმ 10 მწვრთნელიდან, რომლებსაც სერია A-ში 4-ჯერ მაინც შეხვედრია, ლუჩანო სპალეტი არის ის, ვის წინააღმდეგაც ჟოზე მოურინიოს მოგების ყველაზე დაბალი პროცენტული მაჩვენებელი აქვს (20%). პორტუგალიელმა ხუთ მატჩში მხოლოდ ერთხელ დაამარცხა სპალეტი - 2008 წლის 19 ოქტომბერს (3 ფრე, 1 წაგება).

🟠 ეს არის მატჩი, რომელშიც შეხვდებიან გუნდები, რომლებიც მეორე ტაიმში მიმდინარე სეზონში ყველაზე ნაკლებ გოლს უშვებენ - მხოლოდ 7 გოლი მეორე 45 წუთში.

🟠 გარდა ამისა, ამ გუნდების კარში მიმდინარე სეზონში ყველაზე ნაკლებად დაარტყეს (51 ნაპოლის, 54 - რომას). საჯარიმოს შიგნიდან ნაპოლიმ 10 გოლი გაუშვა, რომამ 13 და ესეც საუკეთესო შედეგია (ასევე 13 ლაციომ).

🟠 ვიქტორ ოსიმენმა პირველი წრის მატჩში გამარჯვების გოლი გაიტანა. მის აქტივში 15 შეხვედრაში 13 გოლია და პირად საუკეთესო შედეგთან ერთი გოლი აშორებს (14 გოლი 2021/22 წლების სეზონში). მხოლოდ ერლინგ ჰაალანდს აქვს (1.32 გოლი მატჩში საშუალოდ) უკეთესი საშუალო მაჩვენებელი, ვიდრე ოსიმენს (0.87 გოლი) მიმდინარე სეზონში ტოპლიგებში.

🟠 რომა არის გუნდი, რომლის წინააღმდეგ პიოტრ ჟელინსკის სერია A-ში ყველაზე მეტი მატჩი აქვს ჩატარებული გოლის გარეშე (16). 2021 წლის 17 იანვრის შემდეგ პოლონელს იანვარში გოლი არ გაუტანია.

🟠 მხოლოდ ადემოლა ლუკმენმა (6), ჟერემი ბოგამ (6) და ვიქტორ ოსიმენმა (5), მიიღეს უფრო მეტ გოლში მონაწილეობა 2023 წელს, ვიდრე პაულო დიბალამ (4) და ტამი აბრაჰამმა (4).

🟠 ამ გუნდების ბოლო 5 დაპირისპირებაში 4-ჯერ 2.5-ზე ნაკლები გოლი გავიდა და მხოლოდ ერთხელ გაიტანა ორივე გუნდმა.

🟠 ნაპოლის ბოლო ხუთ მატჩში სამჯერ 2.5-ზე ნაკლები გოლი გავიდა და 2-ჯერ ორივე გუნდმა გაიტანა.

🟠 რომას ბოლო ხუთ მატჩში მხოლოდ ერთხელ გავიდა 2.5-ზე მეტი გოლი და ასევე მხოლოდ ერთხელ გაიტანა ორივე გუნდმა.

🟠 ეს გუნდები სერია A-ში 151-ჯერ შეხვედრიან და თითქმის თანაფარდობაა: 51 მოგება ნაპოლის, 49 - რომას და 51 ფრე.

სავარაუდო შემადგენლობები

ნაპოლი (4-3-3): მერეტი - დი ლორენცო, რაჰმანი, კიმი, მარიო რუი - ანგისა, ლობოტკა, ჟელინსკი - პოლიტანო, ოსიმენი, კვარაცხელია.

რომა (3-4-2-1): რუი პატრისიო - მანჩინი, სმოლინგი, იბანიესი - ჟალევსკი, კრისტანტე, მატიჩი, სპინაცოლა - პელეგრინი, დიბალა - აბრაჰამი.
დისკვალიფიკაცია ან ტრავმა: ჩელიკი, ძანიოლო, დარბო, ვაინალდუმი.

კომენტარები

ბოლო ამბები