Thumbnail

სამი დებიუტანტი ნაკრებში - ბორჯღალოსნების შემადგენლობა გერმანიასთან

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ბორჯღალოსნები რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველ ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებენ
  • ლევან მაისაშვილმა გერმანიასთან მატჩისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები 2023 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას იწყებს. "ბორჯღალოსნების" მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა გერმანიასთან შეხვედრისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა. ქართველი მორაგბეები რაგბი ევროპის ჩემპიონატის მოგება მეთოთხმეტედ ეცდებიან.

ტურნირი ახალი ფორმატით ჩატარდება. მონაწილეთა რაოდენობა 6-იდან 8 გუნდამდე გაიზარდა, რომლებიც პირველ ეტაპზე ორ ჯგუფში გადანაწილდნენ. საქართველოსთან ერთად A ჯგუფში ესპანეთი, ნიდერლანდები და გერმანია ითამაშებენ, B ჯგუფში კი რუმინეთი, პორტუგალია, ბელგია და პოლონეთი მოხვდნენ.

ჯგუფური ეტაპის შეხვედრები თებერვლის პირველ სამ კვირაში გაიმართება. "ბორჯღალოსნები" 5 თებერვალს გერმანიას ავჭალის სტადიონზე (13:00 საათი) მასპინძლობენ, 11 თებერვალს ნიდერლანდებს ამსტერდამში ეწვევიან (16:15 თბილისის დრო), 18-ში კი ესპანეთს ტორელავეგაში ეთამაშებიან (22:00).

თითოეული ჯგუფის ორ-ორი მოწინავე თასის ნახევარფინალში გადის და A ჯგუფის გამარჯვებული B ჯგუფის მეორეადგილოსანს მასპინძლობს, B ჯგუფის გამარჯვებული კი A ჯგუფის მეორეადგილოსანს. ნახევარფინალები 4-5 მარტს, ხოლო ფინალები 18-19 მარტს შედგება და გუნდები საბოლოო ადგილებს გადაინაწილებენ.

მაისაშვილმა პირველი სამი მატჩისთვის 36 მორაგბე გამოიძახა – 17 ხაზში და 19 შერკინებაში. მათ შორისაა გუნდის კაპიტანი მერაბ შარიქაძე, რომელიც პირველ ორ თამაშს დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებს. გუნდში სამი დებიუტანტია – სტად ფრანსეს 19 წლის ბურჯი სერგო აბრამიშვილი, შავი ლომის კვაჭი თენგიზ ზამთარაძე და ფრთა ოთარ ლაშხი.

აღსანიშნავია, რომ დიდი პაუზის შემდეგ ნაკრებს გიორგი ცუცქირიძე დაუბრუნდა, რომელმაც გასულ კვირას სტად ფრანსეს მაისურით იტალიურ ბენეტონს ლელო დაუდო.


გაფართოებულ რაზმშია ლაშა მალაღურაძე, რომელსაც 99 სანაკრებო კეპი აქვს მოხვეჭილი და თუ რომელიმე თამაშში მიიღებს მონაწილეობას, მეხუთე ქართველი ცენტურიონი გახდება დავით კაჭარავას (122 კეპი), მერაბ კვირიკაშვილის (115), სანდრო თოდუას (103) და გიორგი ჩხაიძის (100) შემდეგ.

შეგახსენებთ, რომ საქართველომ 2022 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატი 4 მოგებითა და 1 ფრით დაასრულა. ბორჯღალოსნებმა 20 ქულა დააგროვეს და უახლოეს მდევარ რუმინეთს 6 ქულით აჯობეს. რაგბი ევროპის ჩემპიონატის ამ ტურნირს ლევან მაისაშვილის ნაკრები 2023 წლის მსოფლიო თასისთვის მოსამზადებლად გამოიყენებს.

ბორჯღალოსნების გაფართოებული შემადგენლობა

შერკინება

ბურჯები: გურამ გოგიჩაშვილი (რასინგ 92, 35 კეპი, 10 ქულა), ნიკა აბულაძე (შავი ლომი, 5 კეპი), სერგო აბრამიშვილი (სტად ფრანსე, უკეპო); ბექა გიგაშვილი (ტულონი, 30 კეპი, 10 ქულა), გურამ პაპიძე (პო, 5 კეპი, 5 ქულა), ვახტანგ აბდალაძე (ლენსთერი, 1 კეპი);

კვაჭები: შალვა მამუკაშვილი (შავი ლომი, 93 კეპი, 55 ქულა), გიორგი ჭყოიძე (შავი ლომი, 26 კეპი, 20 ქულა), თენგიზ ზამთარაძე (შავი ლომი, უკეპო);

მეორე ხაზი: კოტე მიქაუტაძე (ბეიონი, 77 კეპი, 10 ქულა), ნოდარ ჭეიშვილი (შავი ლომი, 42 კეპი, 5 ქულა), ლადო ჩაჩანიძე (ნევერი, 5 კეპი), მიხეილ ბაბუნაშვილი (შავი ლომი, 1 კეპი);

მესამე ხაზი: ოთარ გიორგაძე (მონტობანი, 36 კეპი, 50 ქულა), ბექა საღინაძე (ლიონი, 31 კეპი, 15 ქულა), გიორგი ცუცქირიძე (სტად ფრანსე, 24 კეპი, 15 ქულა), თორნიკე ჯალაღონია (ბიარიცი, 18 კეპი, 20 ქულა), მიხეილ გაჩეჩილაძე (შავი ლომი, 17 კეპი, 10 ქულა), ბექა გორგაძე (პო, 39 კეპი, 60 ქულა);

უკანა ხაზი

ღერძი: ვასილ ლობჟანიძე (ბრივი, 70 კეპი, 73 ქულა), გელა აფრასიძე (მონპელიე, 41 კეპი, 27 ქულა), მიხეილ ალანია (ორიაკი, 7 კეპი); ლაშა მალაღურაძე (ყოჩები, 99 კეპი, 198 ქულა), თედო აბჟანდაძე (მონტობანი, 38 კეპი, 307 ქულა), ლუკა მატკავა (შავი ლომი, 2 კეპი, 3 ქულა);

ცენტრები: გიორგი კვესელაძე (გლოსთერი, 43 კეპი, 25 ქულა), დემე თაფლაძე (შავი ლომი, 21 კეპი, 5 ქულა), თორნიკე კახოიძე (შავი ლომი, 1 კეპი), ლაშა ლომიძე (შავი ლომი, 2 კეპი), მერაბ შარიქაძე (შავი ლომი, 90 კეპი, 70 ქულა);

ფრთები: სანდრო თოდუა (შავი ლომი, 103 კეპი, 80 ქულა), აკა ტაბუცაძე (შავი ლომი, 23 კეპი, 95 ქულა), ოთარ ლაშხი (შავი ლომი, უკეპო);

ფულბეკები: ლაშა ხმალაძე (შავი ლომი, 93 კეპი, 53 ქულა), მირიან მოდებაძე (შავი ლომი, 21 კეპი, 45 ქულა), დავით ნინიაშვილი (ლიონი, 17 კეპი, 33 ქულა).

კომენტარები

ბოლო ამბები