Thumbnail
  • კომპანია Olocip-ის ხელოვნური ინტელექტის რეიტინგი
  • ხვიჩა საუკეთესო ათეულშია, თუმცა ლიდერი სხვაა

ესპანური დიარიო AS ხელოვნური ინტელექტის კომპანია Olocip-ის მიერ გამოთვლილ სერია A-ს ვარსკვლავთა კვლასიფიკაციას გვთავაზობს. ესპანური კომპანიის ხელოვნურ ინტელექტს მიაჩნია, რომ იტალიის ჩემპიონატის MVP არა ხვიჩა კვარაცხელია, არამედ, არგენტინელი პაულო დიბალაა.

წაიკითხე | ნახევარი სეზონის შემდეგ: კვარაცხელია ახალგაზრდებში და სერია A-ში საუკეთესოა

რომას ახალწვეული მართლაც შესანიშნავად თამაშობს, თუმცა ანალიტიკური საიტები და მას ახლა სერია A-ს თავში არ აყენებენ. მაგალითად, WhoScored-ის მიხედვით, საუკეთესო ჩემპიონატში სწორედ ნაპოლის ქართველი ლეგიონერია. სხვათა შორის, იმავე ხელოვნური ინტელექტის გამოთვლით, საშუალოდ 90 წუთში ევროპის TOP 5 ლიგებშიც დიბალაა საუკეთესო ფეხბურთელი, ის ერლინგ ჰაალანდს უსწრებს.

ხვიჩა კვარაცხელია ხელოვნური ინტელექტის რეიტინგში იტალიის ჩემპიონატში მე-5 პოზიციაზეა 8.4 ქულით. 

სერია A-ს TOP 10 ფეხბურთელი ხელოვნური ინტელექტის მიხედვით

1. პაულო დიბალა (რომა) – 9.48
2. რაფაელ ლეაო (მილანი) – 9.44
3. ნიკოლო ბარელა (ინტერი) – 9.02
4. ადემოლა ლუკმანი (ატალანტა) – 8.72
5. ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი) – 8.40

6. ფაბიანო პარისი (ემპოლი) – 7.75
7. ვანია მილინკოვიჩ-სავიჩი (ტორინო) – 7.53
8. მინ-ჯაე კიმი (ნაპოლი) – 7.28
9. კრის სმოლინგი (რომა) – 6.86
10. ტიონ კომპეინერსი (ატალანტა) – 6.66

კომენტარები

ბოლო ამბები