Thumbnail

ფინეთის ქალაქ ესპოოში კარგად იასპარეზა 20 წლის მოციგურავე ნიკა ეგაძემ და ევროპის ჩემპიონატზე საბოლოოდ მე-7 ადგილი დაიკავა. 

თავისუფალ ციგურაობაში 24 მონაწილეს შორის ეგაძემ 147.69 ქულა დააგროვა, რაც მეშვიდე შედეგია, ხოლო გამოცდილი მორის ყვითელაშვილის ანგარიშზე 124.04 ქულაა, რაც თავისუფალ პროგრამაში მე-16 შედეგია.

ორი დისციპლინის ჯამში ეგაძეს 220.65 ქულა დაუგროვდა, მისთვის ევროპის ჩემპიონატის მე-7 ადგილი საუკეთესო მიღწევაა, წინა წელს, როცა ნიკა დებიუტანტი იყო, ის ევროპის პირველობაზე 28-ე ადგილზე გავიდა. მორის ყვითელაშვილი 194.59 ქულით საბოლოოდ მე-16 ადგილს დასჯერდა. 

ევროპის ჩემპიონი ფრანგი ადამ სიაო გახდა 267.77 ქულით, მან იტალიელ მატეო რიცოს აჯობა, რომელიც თავისუფალ პროგრამაში საუკეთესო კი იყო, მაგრამ ორი დისციპლინის ჯამში 259.92 ქულა დააგროვა.  

28 იანვარს ასპარეზობის ბოლო დღეა, ტურნირს ყინულზე ცეკვები დაასრულებს, მანამდე კი ქალთა თავისუფალი ციგურაობაა, სადაც ლიდერი საქართველოს წარმომადგენელი ანასტასია გუბანოვაა - 69.81 ქულა. ანასტასია ყინულზე 24 მონაწილეს შორის ბოლო გავა. 

კომენტარები

ბოლო ამბები