- ოლიმპი 96:71 დვინი
- დავით როგავას გუნდი კავკასიის ლიგაში ისევ დაუმარცხებელია
საკალათბურთო კლუბი ოლიმპი თბილისი კავკასიის საკალათბურთო ლიგაში დვინს შეხვდა და მეტოქეს 25 ქულით მოუგო - 96:71. ოლიმპის კალათბუთელებმა ამ ლიგაში გამოსვლა 2022 წლის ნოემბერში დაიწყეს და მაშინ ზედიზედ 4 მატჩი მოიგეს. როგავას გუნდმა იანვარში მეორე გამარჯვება მოიპოვა.
ოლიმპმა მეტოქეს ოთხივე პერიოდი მოუგო. ქართულმა გუნდმა მეტოქეს მესამე პერიოდში ყველაზე დიდი ანგარიშით გაიმარჯვა (23:14) და უპირატესობა 19 ქულამდე გაზარდა.
ოლიმპს ლინტონ აკლიესემ 21 ქულით, 10 მოხსნითა და 2 პასით ულიდერა. როგავას გუნდიდან კიდევ ოთხი კალათბურთელი გადასცდა 10-ქულიან ზღვარს: ლუკა ლიკლიკაძე (15 ქულა, 4 მოხსნა და 6 პასი), ლუკა კალატოზიშვილი (14 ქულა, 12 მოხსნა და 3 პასი), გიორგი ტურძილაძე (13 ქულა, 9 მოხსნა და 1 პასი) და ვლადიმერ თავაქარაშვილი (12 ქულა, 5 მოხსნა და 1 პასი).
ოლიმპი 28 იანვარს ვაჰანი სითის წინააღმდეგ ითამაშებს. ქართულ გუნდს 7-დან 6 მატჩი აქვს მოგებული და ამ დროისთვის ლიგაში მე-6 ადგილზეა.
კომენტარები