Thumbnail
  • ბაიერნი 91:84 ვირტუს ბოლონია
  • თორნიკე შენგელიას 8 ქულა, 4 მოხსნა და 3 პასი

თორნიკე შენგელიას ვირტუს ბოლონია მიუნხენის ბაიერნს ესტუმრა და ევროლიგის 21-ე ტურში 7 ქულით დამარცხდა - 84:91. იტალიურმა გუნდმა ამ სეზონში მე-12 მატჩი წააგო და მე-14 ადგილზე ჩამოქვეითდა.

თორნიკე შენგელიამ პარკეტზე 23:42 წუთი გაატარა, რა დროშიც 8 ქულა, 4 მოხსნა და 3 პასი დააგროვა. შენგელიამ 4-დან სამი ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. თორნიკემ ორი სამქულიანიც ისროლა, თუმცა ვერ ჩააგდო. ვირტუსს ჰაკეტიმ ულიდერა, რომელმაც 12 ქულა ჩააგდო. მილოშ ტეოდოსიჩის ანგარიშზე კი 11 ქულა იყო.

ვირტუს ბოლონია ცრვენა ზვეზდას ევროლიგის 22-ე ტურში უმასპინძლებს. თორნიკეს გუნდს პლეი ოფში გასვლის ძალიან მცირე შანსი დარჩა.

კომენტარები

ბოლო ამბები