- საქართველოს ნაკრების გარემარბი პოზნანის ლეხში იჯარით გამოდის
- კიევის დინამო გიორგი სჭირდება, მაგრამ ივნისამდე ვერ დაიბრუნებს
- გასვლითი შეხვედრა - პოზნანში, წიტაიშვილთან და კვეკვესკირთან
საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველი გიორგი წიტაიშვილი, რომელის სატრანსფერო უფლებებს კიევის დინამო ფლობს, იჯარით კი პოლონურ ლეხში გამოდის, ზამთარში უკრაინაში სათამაშოდ არ დაბრუნდება. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.
საქმე ისაა, რომ კიევის დინამომ იანვარში ნახევარმცველი ვიქტორ ციგანკოვი ჟირონაში გაუშვა. შესაბამისად, კიევური კლუბის სამწვრთნელო შტაბს ყოფილი ლიდერის შემცვლელი სასწრაფოდ სჭირდება.

უკრაინელი ჟურნალისტი მიხაილ სლივაკოვსკი აცხადებს, რომ პოზნანიდან კიევში გიორგი წიტაიშვილის ახლავე დაბრუნება წარმოუდგენელია.
"ვითარება ძალიან მარტივია - წიტაიშვილმა ისარგებლა საქართველოს მოქალაქეობით და დინამოსთან კონტრაქტი ფიფას წესის შესაბამისად შეაჩერა და ერთწლიანი ხელშეკრულება ლეხთან გააფორმა. კიევის დინამოში მოვიკითხე და მითხრეს, რომ ივნისამდე დინამოში მას ვერანაირად დააბრუნებენ", - აქვეყნებს ჟურნალისტის სიტყვებს უკრაინული მედია.

გიორგი წიტაიშვილს კიევის დინამოსთან კონტრაქტი 2025 წლის ივნისამდე აკავშირებს, პოზნანის ლეხში კი, სადაც ნიკა კვევვესკირიც გამოდის, სეზონის ბოლომდე იჯარით თამაშობს. მის ანგარიშზე პოლონური კლუბის მაისურით ჩატარებულ 23 მატჩში გოლი და 2 საგოლე პასია.
კომენტარები