Thumbnail
  • უნგრული მედიის ცნობით, ბუდუს ტრანსფერზე ფეჰერვარს კარლსრუემ მიმართა
  • ფეჰერვარისთვის მეორე ბუნდისლიგის კლუბის შეთავაზება მიუღებელი აღმოჩნდა

საქართველოს ნაკრების 28 წლის თავდამსხმელი ბუდუ ზივზივაძე ჯერჯერობით ისევ ფეჰერვარში რჩება. უნგრული მედიის ცნობით, ცოტა ხნის წინ ქართველი ფეხბურთელით დაინტერესება გერმანიის მეორე ბუნდესლიგის კარლსრუემაც გამოთქვა, თუმცა კონკრეტულ შეთავაზებაზე ფეჰერვარისგან უარი მიიღო.

ზივზივაძეს უნგრულ კლუბთან კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება. მიმდინარე სეზონში მან უნგრეთის ჩემპიონატსა და კონფერენსლიგის 16 მატჩში 7 გოლი და 1 საგოლე პასი მიითვალა, მაგრამ ოქტომბერში, უიპეშტთან შეხვედრაში მომხდარი უსიამოვნო ფაქტის გამო მთავარ გუნდს ჩამოაშორეს და აღარ ათამაშებენ. ცოტა ხნის წინ ფეჰერვარის სპორტულმა დირექტორმა როლანდ იუჰაშმაც დაადასტურა, რომ ბუდუ კლუბს დატოვებს. 

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ფეჰერვარს ქართველ ფეხბურთელში 300-400 ათასი ევროს მიღება სურს, ეს ფასი კი, როგორც ჩანს, ზივზივაძის მსურველი კლუბებისთვის მისაღები არ არის.

ფეჰერვარმა ბუდუ ყოფილი კლუბის მაისურის ჩაცმის გამო დასაჯა

"ცოტა ხნის წინ გერმანიის მეორე დივზიონის კარლსრუეს წარმომადგენლებმა როლანდ იუჰაშს კონკრეტული წინადადებით მიმართეს 28 წლის ქართველი ფეხბურთელის თაობაზე, მაგრამ ჩვენი ინფორმაციით, ფეჰერვარისთვის თანხა მისაღები არ აღმოჩნდა", - წერს უნგრული Nemzetisport, რომელიც ფეხბურთელის წარმომადგენელ ლაშა ოდილაძესაც ესაუბრა. 

"ფეჰერვარში ნამდვილად იყვნენ გერმანული კლუბის წარმომადგენლები. მართალია, შეთავაზება იმაზე ნაკლები იყო, ვიდრე ფეხბურთელი ღირს, რადგან ყველამ იცის, რომ ბუდუ ზივზივაძე უნდა წავიდეს და მისი კონტრაქტი ზაფხულში იწურება. ჩვენ ვცდილობთ, დავეხმაროთ ფეჰერვარს ტრანსფერის განხორციელებაში და იმედი გვაქვს, რომ სწორი გადაწყვეტილება იქნება მიღებული", - აქვეყნებს ლაშა ოდილაძის სიტყვებს საიტი.

გავრცელებული ინფორმაციით, რომ ბუდუ ზივზივაძის დამატება ისრაელის ვიცე-ჩემპიონ ბეერ-შევას ჰაპოელსა და პოლონურ ზაგლებიესაც სურთ, მაგრამ პრობლემა ფასია. თავდამსხმელის ანგარიშზე საქართველოს ნაკრების 15 მატჩში 3 გოლი და 1 საგოლე პასია.

კომენტარები

ბოლო ამბები