Thumbnail
  • ოლიმპი 79:83 ვაჰანი სითი
  • დავით როგავას გუნდმა კავკასიის ლიგაში მეორედ წააგო

საკალათბურთო კლუბი ოლიმპი თბილისი კავკასიის საკალათბურთო ლიგაში ვაჰანი სითის შეხვდა და 4 ქულით დამარცხდა - 79:83. ოლიმპის კალათბუთელებმა ამ ლიგაში გამოსვლა 2022 წლის ნოემბერში დაიწყეს და მაშინ ზედიზედ 4 მატჩი მოიგეს. იანვრის თვეში კი დავით როგავას გუნდმა ორი მატჩი მოიგო და ორშიც დამარცხდა.

ოლიმპი პირველი ტაიმის შემდეგ 15 ქულას იგებდა (50:35), რის შემდეგაც ქართულმა გუნდმა სომხურ კლუბთან მესამე პერიოდი 7 ქულით დათმო, ხოლო ბოლო პერიოდში 12 ქულით დამარცხდა და კავკასიის ლიგაში მეორე მატჩი წააგო.

ოლიმპის მხრიდან ლუკა კალატოზიშვილსა და ლინტონ აკლიესეს ორმაგი დუბლი ჰქონდათ. ლუკა კალატოზიშვილმა 17 ქულა და 14 მოხსნა დააგროვა, ლინტონ აკლიესემ კი 33 ქულა და 16 მოხსნა ჩაიწერა აქტივში.

ოლიმპი 6 მოგებითა და 2 მარცხით კავკასიის ლიგაში მეექვსე ადგილზეა. ქართული გუნდის მეტოქე 29 იანვარს ნიუ ბაიაზეთი იქნება.

კომენტარები

ბოლო ამბები