Thumbnail

თავბრუდამხვევი გაზაფხული - UFC-ის ოქტაგონზე 8 სუპერ ბრძოლა გველის!

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • დანა უაითმა გაზაფხულზე გასამართი ბრძოლები დააანონსა
  • დიდი რევანშები და ყველაზე დიდი კაცის დაბრუნება UFC-ის გალიაში

დანა უაითმა, გუშინ ორგანიზაციის სახელით გასამართ საგაზაფხულო ბრძოლის საღამოებზე ისაუბრა. დანამ აღნიშნა, რომ UFC-ის 30 წლის იუბილეს აღსანიშნავად, გაზაფხულზე ბევრი სუპერ ბრძოლაა ჩანიშნული.

დიდი მარათონი სტარტს 11 თებერვალს, პერტში, მახაჩევის და ვოლკანოვსკის სუპერ ბრძოლით აიღებს, სადაც თუ ვოლკანოვსკიმ მოიგო, ორი დივიზიონის ჩემპიონი გახდება, ხოლო მახაჩევი "pound for pound" საუკეთესო მებრძოლის დამარცხებას შეძლებს და ამ წოდებას თვითონ დაეუფლება.

უსმანი და ადესანია დიდი რევანშების მოლოდინში არიან. ჯონ ჯონსი ყველა დროის საუკეთესო მებრძოლის წოდების განმტკიცებისთვის იბრძვის. ჩვენთვის საინტერესო ორი ბრძოლაც გველის, სადაც 11 მარტს პიოტერ იანის წინააღმდეგ მერაბ დვალიშვილს ვნახავთ საქმეში, ხოლო რომან დოლიძე მარვინ ვეტორის დამარცხებას შეეძლება.

11 თებერვალი | მახაჩევი V ვოლკანოვსკი
5 მარტი | ჯონ ჯონსი V სირილ განი
11 მარტი | მერაბ დვალიშვილი V პიოტრ იანი 
18 მარტი | კამარუ უსმანი V ლეონ ედვარდსი 
18 მარტი | ჯასტინ გეიჯი V რაფაელ ფიზიევი
18 მარტი | რომან დოლიძე V მარვინ ვეტორი
8 აპრილი | ალექს პერეირა V ისრაელ ადესანია
8 აპრილი | ხორხე მასვიდალი V გილბერტ ბარნსი

კომენტარები

ბოლო ამბები