Thumbnail
  • მურსია 80:87 ბასკონია | თად მაკფადენმა 20 ქულა ჩააგდო
  • რატი ანდრონიკაშვილი მურსიელთა განაცხადში არ იყო

ესპანეთის ACB ლიგის მე-18 ტურში თად მაკფადენის და რატი ანდრონიკაშვილის მურსიამ ბასკონიას უმასპინძლა და მარცხი განიცადა.

შეხვედრა დაძაბული იყო, მაგრამ მურსიამ ოთხიდან სამი პერიოდი წააგო და საბოლოოდ ბუნებრივია, რომ გამარჯვება ვერ მოახერხა. ბასკონიამ 87:80 მოიგო.

მურსიაში საუკეთესო მაკფადენი იყო, რომელმაც არასრულ 23 წუთში 20 ქულა, 1 მოხსნა და 2 პასი მიითვალა, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 16 გამოდგა. თადმა 2-დან 1 ორქულიანი, 11-დან 5 სამქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო. რაც შეეხება რატი ანდრონიკაშვილს, ქართველი კალათბურთელი ამჯერად განაცხადში არ იყო.

მურსია 8 მოგებით და 10 წაგებით მე-12 ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 4 თებერვალს, სევილიაში ბეტისს დაუპირისპირდება.

კომენტარები

ბოლო ამბები