- ლუჩანო სპალეტის კომენტარი რომასთან გამარჯვების შემდეგ
- ნაპოლის +13 ქულა ინტერთან! კვარაცხელია და ოსიმენი არავის ინდობენ
- ჟოზე მოურინიო: ნაპოლი შევაშინეთ, მოგებას არ იმსახურებდნენ
იტალიის ჩემპიონატის მე-20 ტურში ნაპოლიმ ვიქტორ ოსიმენისა და ჯოვანი სიმეონეს გოლებით რომა 2:1 დაამარცხა, ხვიჩა კვარაცხელიამ კი, რომელიც ორკვირიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა, საგოლე პასი გააკეთა. მატჩის შემდეგ ნაპოლის მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ ილაპარაკა:
"ასეთი მატჩების მოგება მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი, თუ ყველა მნიშვნელოვან როლს შეასრულებს - როგორც მოედანზე, ისე სათადარიგოთა სკამზე მყოფი ფეხბურთელი. ფეხბურთელებმა, რომლებიც დღეს შეცვლაზე შევიდნენ, აჩვენეს, რომ სკამიდანაც თამაშობენ. ეს არის ჩვენი გუნდის ფუნდამენტური თვისება: ყველას სურს, ითამაშოს თანაგუნდელთან ერთად და ვინც შეცვლაზე შედის, არ თამაშობს იმისთვის, რომ ძირითადში ვინმეს ადგილი წაართვას.
'ყველას სურვილი და შრომა უნდა გაითვალისწინო, წინააღმდეგ შემთხვევაში სრულყოფილი მწვრთნელი ვერ იქნები'
სატურნირო ცხრილში 3 ქულით მეტი გვაქვს ჩინებულ მეტოქესთან რთული მატჩის მოგებით. რომა ერთ-ერთი უძლიერესი მეტოქე გამოდგა, რომელიც ამ სეზონში "მარადონაზე" ვნახე. ეს მატჩი გუნდურად მოვიგეთ, 3 ქულა ერთიანობით მოვიპოვეთ. ოსიმენის შეცვლა? საჭიროა სხვისი, ყველას სურვილი და შრომა გაითვალისწინო, წინააღმდეგ შემთხვევაში სრულყოფილი მწვრთნელი ვერ იქნები. სეზონის დასაწყისში, როცა ოსიმენს ტრავმა ჰქონდა, რასპადორიმ და სიმეონემ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფიდან გაგვიყვანეს, ისინი ბევრს შრომობენ ვარჯიშებზე და სათამაშო დროს იმსახურებენ. გარდა ამისა, 5 შეცვლით ნებისმიერი ფეხბურთელი შეიძლება შეცვალო და ნებისმიერს შეუძლია თამაშის ბედის გადაწყვეტა", - თქვა სპალეტიმ.
შეგახსენებთ, რომ ნაპოლი 53 ქულით ლიდერია და უახლოეს მდევარ ინტერს 13 ქულით უსწრებს! მომდევნო ტურში "აძური" 5 თებერვალს, სტუმრად სპეციას დაუპირისპირდება.
კომენტარები