Thumbnail

გამარჯვება ზედიზედ 4 მარცხის მერე - სანაძე ანორთოსისს 14 ქულით დაუბრუნდა

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ომონია 68:89 ანორთოსისი
  • დუდა სანაძე: 14 ქულა, 3 მოხსნა, 3 პასი, 3 ჩაჭრა

ზედიზედ 4 მარცხის შემდეგ მოიგო კვიპროსის A დივიზიონში დუდა სანაძის ანორთოსისმა, რომელმაც სტუმრად ომონიას 89:68 აჯობა. საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა მოედანზე 30:10 წუთი გაატარა, ის გუნდს 14 ქულით და 3-3 მოხსნა, პასი, ჩაჭრით დაეხმარა. დუდა სასტარტო ხუთეულში იყო. 

ანორთოსისს 6-8 ბალანსი აქვს და მე-7 ადგილზეა, 6 თებერვალს კი აპოლონს ხვდება. აღსანიშნავია, რომ სანაძეს წინა ორ თამაშში მონაწილეობა არ მიუღია. 

კომენტარები

ბოლო ამბები