- ბორჯღალოსნებმა 2023 წლის პირველი შეკრება დაიწყეს
- საქართველოს მორაგბეთა ნაკრები თებერვალში სამ შეხვედრას გამართავს
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები თებერვალში რაგბი ევროპის ჩემპიონატზე სამ მატჩს გამართავს. ლევან მაისაშვილმა გერმანიასთან მატჩისთვის გაფართოებული შემადგენლობაც დაასახელა და ეროვნული გუნდის პირველი შეკრებაც დაიწყო.
''ბორჯღალოსნები'' შევარდენის სარაგბო ბაზაზე შეიკრიბნენ და რაგბი ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის შეხვედრებისთვის მზადება დაიწყეს. ჯგუფური ეტაპის შეხვედრები თებერვლის პირველ სამ კვირაში გაიმართება. "ბორჯღალოსნები" 5 თებერვალს გერმანიას ავჭალის სტადიონზე (13:00 საათი) მასპინძლობენ, 11 თებერვალს ნიდერლანდებს ამსტერდამში ეწვევიან (16:15 თბილისის დრო), 18-ში კი ესპანეთს ტორელავეგაში ეთამაშებიან (22:00).

რაგბის კავშირმა პირველი შეკრების ფოტოებიც გამოაქვეყნა. სასიამოვნოა, რომ ტრავმით გამოწვეული პაუზის შემდეგ, დავით ნინიაშვილი საქართველოს ნაკრებს დაეხმარება. ნაკრებთან ერთადაა ლაშა მალაღურაძეც, რომელსაც შანსი აქვს, რომ ეროვნულ გუნდში მეასე მატჩი ჩაატაროს.
შეგახსენებთ, რომ საქართველომ 2022 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატი 4 მოგებითა და 1 ფრით დაასრულა. ''ბორჯღალოსნებმა'' 20 ქულა დააგროვეს და უახლოეს მდევარ რუმინეთს 6 ქულით აჯობეს. რაგბი ევროპის ჩემპიონატის ამ ტურნირს ლევან მაისაშვილის ნაკრები 2023 წლის მსოფლიო თასისთვის მოსამზადებლად გამოიყენებს.
კომენტარები