- ლუკა ლოჩოშვილი ისევ ინდივიდუალურად ვარჯიშობს და რომასთან ვერ ითამაშებს
- კრემონეზე ჟოზე მოურინიოს გუნდს იტალიის თასის 1/4-ფინალში შეხვდება
საქართველოს ნაკრებისა და კრემონეზეს მცველი ლუკა ლოჩოშვილი ჯერ ბოლომდე არ გამოჯანმრთელებულა და მორიგ მატჩს გამოტოვებს.
დავიდე ბალარდინის გუნდი 1 თებერვალს იტალიის თასის მეოთხედფინალში "სტადიო ოლიმპიკოზე" რომას დაუპირისპირდება, მაგრამ თამაში ქართველი ფეხბურთელის გარეშე ჩაივლის, რადგან ლუკა განაცხადში არაა.
მიზეზი საზარდულის ტრავმაა, რის გამოც ლუკამ უკვე ვერ ითამაშა ნაპოლის, ბოლონიასა და ინტერის წინააღმდეგ. ბოლოს 24 წლის მცველმა 9 იანვარს, ვერონასთან ითამაშა. აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ, რაც კრემონეზე დავიდე ბალარდინიმ ჩაიბარა, ქართველ ფეხბურთელს მისი ხელმძღვანელობით არ უთამაშია.

ლუკა დაახლოებით ერთი კვირაა ინდივიდუალურად ვარჯიშობს და რასაკვირველია, სანამ გუნდთან ერთად ვერ ივარჯიშებს, მისი თამაშიც გამორიცხულია.
კრემონეზე სერია A-ში 20 ტურის შემდეგ მოგების გარეშე და 8 ქულით ბოლო ადგილზეა, მაგრამ იტალიის თასის წინა ეტაპზე სენსაციურად ნაპოლი დაამარცხა და ამჯერად უკვე რომას გაეჯიბრება. ლუკა ლოჩოშვილმა მიმდინარე სეზონში სერია A-ს 14 მატჩში 1 საგოლე პასი მიითვალა.
კომენტარები