- ბორდო 1:2 ლე ავრი | მეცი 1:1 როდეზი
- გიორგი მიქაუტაძემ შორი მანძილიდან ლამაზი გოლი გაიტანა
ფრანგული ლიგა 2-ის 21-ე ტურში ერთი ქართული გოლი გავიდა, 22 წლის გიორგი მიქაუტაძემ როდეზს საჯარიმოს გარედან ბრწყინვალე დარტყმით გაუტანა. ეს მეცის ქართველი ლეგიონერის მე-10 გოლია ლიგა 2-ში (ბომბარდირს 1 გოლით ჩამორჩება) და მესამე გოლი ბოლო 4 დაპირისპირებაში.
მიქაუტაძე ფორმაშია, მაგრამ მისმა გუნდმა ორი ქულა დაკარგა. გიორგიმ 63-ე წუთზე ჯალოს პასით კი დააწინაურა მეცი, მაგრამ ამირან სანაიას როდეზმა 79-ე წუთზე გაათანაბრა. სტუმრები ბოლო წუთზე 10 კაცით დარჩნენ, მაგრამ 1:1 შეინარჩუნეს. ქართველმა ფორვარდმა 74-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო. მეცი 33 ქულით მე-5 ადგილზეა და მეორეადგილოსან სოშოს 3 ქულით ჩამორჩება - ლიგა 1-ში ორი გუნდი გადადის. 6 თებერვალს გიორგის გოლის გატანის შანსები სტუმრად ამიენთან მიეცემა. როდეზი 20 ქულით გასავარდნ ზონაში რჩება.
ზურიკო დავითაშვილის ბორდომ შინ ლიდერთა დუელი დათმო ლე ავრთან - 1:2. ზურიკო სასტარტო შემადგენლობაში იყო, ის 75-ე წუთზე გამოცვალეს. ბორდო 36 ქულით მე-3 ადგილზეა და 3 თებერვალს პოს ესტუმრება. ლე ავრმა ამ გამარჯვებით 46 ქულა დააგროვა და შეიძლება ითქვას, რომ ერთი საგზურის ბედი თითქმის გარკვეულია.
კომენტარები