Thumbnail

არგენტინის ნაკრების კაპიტანმა და თავდამსხმელმა ლიონელ მესიმ მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატი კიდევ ერთხელ გაიხსენა. 35 წლის ვარსკვლავმა, რომელმაც კატარის მუნდიალზე გამარჯვება იზეიმა და კარიერის მთავარი ოცნება აიხდინა, ტურნირზე ყველაზე რთული მატჩი დაასახელა. 

ლეო მესის თქმით, არგენტინის ნაკრებისთვის კატარში ყველაზე რთული ჯგუფურ ეტაპზე მექსიკასთან გამართული დაპირისპირება იყო. შეგახსენებთ, რომ "ალბისელესტემ" მუნდიალზე პირველი თამაში საუდის არაბეთთან სენსაციურად დათმო (1:2), მეორე მატჩში კი მექსიკას აჯობა - 2:0.  ამ შეხვედრაში 64-ე წუთამდე ანგარიში 0:0 იყო, შემდეგ კი გატანა მესიმ მოახერხა.
 
"ჩვენთვის ყველაზე რთული მექსიკასთან თამაში გამოვიდა, რადგან გადამწყვეტი იყო. და ეს იყო ის მატჩი, რომელშიც ყველაზე ცუდად ვთამაშობდით. რაც არ უნდა მომხდარიყო, აუცილებლად უნდა მოგვეგო, ეს კი სხვანაირად თამაშს გაიძულებს", - თქვა მესიმ რადიო Urbana Play-სთან ეთერში.

შეგახსენებთ, რომ არგენტინს ნაკრებმა მუნდიალის C ჯგუფიდან პლეი ოფში გასვლა პირველი ადგილით მოახერხა, საბოლოოდ კი ტურნირის გამარჯვებულიც გახდა. ლიონელ სკალონის გუნდმა ფინალურ შეხვედრაში საფრანგეთის ნაკრები პენალტების სერიაში დაამარცხა (3:3, პენ. 4:2). 

კომენტარები

ბოლო ამბები