Thumbnail
  • საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები ევრო 2025-ზე გასასავლელად იბრძოლებს
  • რამაზ სვანაძის გუნდი შესარჩევ ეტაპს სექტემბერში დაიწყებს

შვეიცარიის ქალაქ ნიონში ევროპის 2025 წლის U21 ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის წილისყრა გაიმართა, რის შედეგადაც საქართველოს შესაბამისი ასაკობრივი ნაკრების მეტოქეები გაირკვა.

რამაზ სვანაძის გუნდი C ჯგუფში მოხვდა, სადაც მისი კონკურენტები ნიდერლანდების, შვედეთის, ჩრდილოეთ მაკედონიის, მოლდოვისა და გიბრალტარის 21-წლამდელთა ნაკრებები იქნებიან.

საკვალიფიკაციო ეტაპი ნაწილობრივ მარტში დაიწყება, მაგრამ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ასპარეზობას სექტემბრიდან დაიწყებს. აღნიშნულ შესარჩევში მონაწილეობა, 2002 წელს და შემდეგ წლებში დაბადებულ მოთამაშეებს შეუძლიათ.

ფინალურ ეტაპს 2025 წლის ზაფხულში სლოვაკეთი უმასპინძლებს, ჩემპიონატი ქვეყნის 8 ქალაქის, 8 სტადიონზე ჩატარდება. ფინალურ ეტაპზე 16 ნაკრები მოხვდება. სლოვაკეთს 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის ჩატარების გამოცდილება პირველად 22 წლის წინ ჰქონდა, როდესაც ევრო 2000-ის გამარჯვებული იტალია გახდა, ხოლო ანდრეა პირლო ტურნირის ბომბარდირი და საუკეთესო მოთამაშე.

შეგახსენებთ, რომ მანამდე ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატი დამდეგ ზაფხულს საქართველოსა და რუმინეთში ჩატარდება. რამაზ სვანაძის გუნდი ჯგუფურ ეტაპზე ნიდერლანდების, ბელგიისა და პორტუგალიის U21 ნაკრებებს გაეჯიბრება.

კომენტარები

ბოლო ამბები