Thumbnail

ისევ ცუდი ამბავი იუვედან: პოგბას დაბრუნება დიდი ხნით გადაიდო

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი

იუვენტუსის გაწამებული გულშემატკივრები პოლ პოგბას დაბრუნებას კიდევ დიდხანს უნდა ელოდონ.

ფრანგი ნახევარმცველი, რომელმაც ტრავმის გამო მსოფლიოს ჩემპიონატიც გამოტოვა და ტურინულ გრანდს მანჩესტერ იუნაიტედიდან ტრანსფერის შემდეგ ვერ ეხმარება, უახლოეს მომავალში სათამაშოდ მზად ვერ იქნება. იუვეს მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ ლაციოსთან დღეს დაგეგმილი მატჩის წინ თქვა, რომ პოგბა ჯერ ვერ ბრუნდებოდა, ახლა კი ირკვევა, რომ იძულებითი პაუზა იმაზე დიდხანს გაუგრძელდება, ვიდრე ბევრი ელოდა.

არადა, 29 წლის ფრანგმა რამდენიმე დღის წინ გუნდთან ერთდ ვარჯიში დაიწყო. მოკლედ: “გაძეტა დელო სპორტი” წერს, რომ პოგბა ფეხბურთს კიდევ 2 თვე ვერ ითამაშებს. შეგახსენებთ, რომ იუნაიტედიდან ისევ იუვენტუსში დაბრუნების შემდეგ პოგბას ერთი ოფიციალური მატჩიც კი არ ჩაუტარებია.

პოლ პოგბა ამ სეზონის მზადების პროცესში, ვარჯიშზე დაშავდა და საოპერაციო გახდა. თუმცა ქირურგიულ ჩარევაზე უარი თქვა, მაგრამ ტრავმა გაურთულდა და ოპერაცია აუცილებელი იყო. საბოლოოდ, ოპერაცია სექტემბერში გაუკეთეს და მან მსოფლიოს ჩემპიონატი გამოტოვა.

კომენტარები

ბოლო ამბები