Thumbnail

ბორჯღალოსნების შემადგენლობა გერმანიასთან - მალაღურაძე მეასე მატჩს ითამაშებს

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ლევან მაისაშვილმა გერმანიასთან მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა
  • ლაშა მალაღურაძე ნაკრებში მეასე მატჩს ჩაატარებს და ცენტურიონი გახდება

2023 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატი 4 თებერვალს დაიწყება, ხოლო საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ტურნირში 5 თებერვალს ჩაერთვება და გერმანიას შეხვდება. ''ბორჯღალოსნები'' ტურნირის მე-14-ედ მოგებას შეეცდებიან. მათი მთავარი მიზანი 2023 წლის მსოფლიო თასისთვის მომზადებაა.

"ბორჯღალოსნების" სამწვრთნელო შტაბმა 23-კაციან განაცხადში გაფართოებულ შემადგენლობაში მყოფი სამივე დებიუტანტი შეიყვანა. ფრთა ოთარ ლაშხი თამაშს სასტარტო შემადგენლობაში დაიწყებს, კვაჭი თენგიზ ზამთარაძე და ბურჯი სერგო აბრამიშვილი კი მარქაფაში არიან. 

ლაშა მალაღურაძე ნაკრებში მე-100 მატჩს ჩაატარებს და ''ბორჯღალოსნების'' მეხუთე ცენტურიონი გახდება.

"ბორჯღალოსნები" 2023 წლის პირველ შეხვედრას 5 თებერვალს, "ავჭალაზე" გერმანიასთან გამართავენ. მატჩი 13 საათზე დაიწყება.
 

ბორჯღალოსნების შემადგენლობა გერმანიასთან

შერკინება

შერკინება: 1. ნიკა აბულაძე (შავი ლომი, 5 კეპი), 2. შალვა მამუკაშვილი (შავი ლომი, 93 კეპი, 55 ქულა), 3. გურამ პაპიძე (პო, 5 კეპი, 5 ქულა), 4. ნოდარ ჭეიშვილი (შავი ლომი, 42 კეპი, 5 ქულა), 5. კოტე მიქაუტაძე (ბეიონი, 77 კეპი, 10 ქულა), 6. გიორგი ცუცქირიძე (სტად ფრანსე, 24 კეპი, 15 ქულა), 7. ბექა საღინაძე (ლიონი, 31 კეპი, 15 ქულა, კაპ.), 8. თორნიკე ჯალაღონია (ბიარიცი, 18 კეპი, 20 ქულა).

ხაზი

15. მირიან მოდებაძე (შავი ლომი, 21 კეპი, 45 ქულა), 14. აკა ტაბუცაძე (შავი ლომი, 23 კეპი, 95 ქულა), 13. თორნიკე კახოიძე (შავი ლომი, 1 კეპი), 12. ლაშა მალაღურაძე (ყოჩები, 99 კეპი, 198 ქულა), 11. ოთარ ლაშხი (შავი ლომი, უკეპო), 10. ლუკა მატკავა (შავი ლომი, 2 კეპი, 3 ქულა), 9. ვასილ ლობჟანიძე (ბრივი, 70 კეპი, 73 ქულა);

მარქაფა

16. თენგიზ ზამთარაძე (შავი ლომი, უკეპო), 17. სერგო აბრამიშვილი (სტად ფრანსე, უკეპო), 18. ვახტანგ აბდალაძე (ლენსთერი, 1 კეპი), 19. ლადო ჩაჩანიძე (ნევერი, 5 კეპი), 20. ოთარ გიორგაძე (მონტობანი, 36 კეპი, 50 ქულა); 21. მიხეილ ალანია (ორიაკი, 7 კეპი), 22. ლაშა ლომიძე (შავი ლომი, 2 კეპი), 23. ლაშა ხმალაძე (შავი ლომი, 93 კეპი, 53 ქულა).

კომენტარები

ბოლო ამბები