- პარიზის გრანდ სლემი 4-5 თებერვალს გაიმართება
- ქართველების მეტოქეები საფრანგეთის დედაქალაქში ცნობილია
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ამ უიკენდზე ძიუდოს მსოფლიო ტურის პირველ დიდ ტურნირზე იასპარეზებს. ქართველი ძიუდოისტები პარიზში 4-5 თებერვალს გასამართ გრანდ სლემზე გამოვლენ. დღეს მათი მეტოქეებიც გაირკვა.
აღსანიშნავია, რომ გურამ თუშიშვილი ამ ტურნირზე იასპარეზებს და პარიზში ტედი რინერიც გამოვა. წილისყრით ისე დალაგდა, რომ ისინი ფინალამდე ერთმანეთს ვერ შეხვდებიან. ანუ, შესაძლოა, პარიზში კიდევ ერთი საოცარი შეხვედრა ვიხილოთ.
ქართველი ძიუდოისტების მეტოქეები პარიზის გრანდ სლემზე
- 60 კგ | თემურ ნოზაძე VS ჯოშუა კაცი (ავსტრალია)
- 66 კგ | ბაგრატ ნინიაშვილი VS ლენინ პრესიადო (ეკვადორი)
- 73 კგ | ლაშა შავდათუაშვილი - ანტონიო ტორნალი (დომინიკის რესპუბლიკა) VS კესტუტის ვიტკაუსკასი (ლიეტუვა)
- 81 კგ | ტატო გრიგალაშვილი - ლორენცო პაროდი (იტალია) VS ვალენტინ ჰოუინატო (ბენინი)
- 90 კგ | ლუკა მაისურაძე VS კარამნობ საგაიპოვი (ლიბანი), ლაშა ბექაური - მარიანო კოტო VS მაქსიმ გაელ ჰამბუ (საფრანგეთი)
- 100 კგ | გიორგი ბერიაშვილი VS ლესტერ კარდონა (კუბა), ვარლამ ლიპარტელიანი - დარიო გარსია (გერმანია) VS ჯაფარ კოცოევი (გაერთიანებულის საემიროები)
+100 კგ | გურამ თუშიშვილი V იოგა ოტა (იაპონია), ალიშერ იუსუპოვი (უზბეკეთი) VS საბა ინანეიშვილი
- 57 კგ | არნაეს ოდელინ გარსია (კუბა) VS მარიამ ციხელაშვილი
- 70 კგ | ელისო სისაური VS ელენ ფრონერი (ბრაზილია)
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა 2022 წლის პარიზის გრანდ სლემზე 4 მედალი მოიგო: 1 ოქრო, 1 ვერცხლი და 2 ბრინჯაო. ტურნირს მოქმედი ჩემპიონის რანგში ლაშა შავდათუაშვილი ხვდება. ტურნირის ფინალური ბლოკის ხილვა სილქ უნივერსალზეა შესაძლებელი.
კომენტარები