Thumbnail

'ეს მაძლევს ძალას' - ტატო გრიგალაშვილი გრანდ სლემის მოგების შემდეგ

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი

23 წლის ტატო გრიგალაშვილი კარიერაში პირველად გახდა პარიზის გრანდ სლემის გამარჯვებული. ძიუდოისტმა, რომელიც დღეს ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ (IJF) 2022 წლის საუკეთესო ჯუდოკად დაასახელა, ზედიზედ ხუთი მეტოქე დაამარცხა (მათ შორის ყოფილი თანამემამულეები ნუგზარ ტატალაშვილი და ვანო რევაზიშვილი) და პრესტიჟული ტურნირის ჩემპიონი გახდა. 

შარშან ტატოს მართლაც ტრიუმფული წელიწადი ჰქონდა, მოიგო ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონატები, ასევე წლის შემაჯამებელი მასტერსი. ის IJF-ის რეიტინგში არამარტო წონაშია ლიდერი, არამედ, ყველა წონაში (ქულებით). 

ტატო გრიგალაშვილი: "ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან აქ აქამდე ორი ფინალი დავთმე. დღეს ფინალამდე IJF-ის პრიზი მივიღე, როგორც საუკეთესო ვაჟი ჯუდოკა - ყველაფერი უბრალოდ ბრწყინვალედ აეწყო. ნამდვილად არ ვიცოდი, რომ დღეს ამ პრიზს გადმომცემდნენ, ძალიან ამაყი ვარ. ყოველთვის ვცდილობ, ბოლომდე დავიხარჯო და თავი საუკეთესოდ წარმოვაჩინო. ყოველთვის ვიყო პირველ ადგილზე, ვიყო საკუთარი თავის პირველი მოტივატორი. არცთუ დიდი ხნის წინათ, "ამომავალი ვარსკვლავი" ვიყავი, ახლა უკვე წლის საუკეთესო ძიუდოისტი ვარ. ოჯახის მხარდაჭერა ჩემთვის უდიდესი მოტივაცია, ის მაძლევს ძალას". 

კომენტარები

ბოლო ამბები