Thumbnail
  • აპოლონი 85:76 ანორთოსისი
  • ქართველმა კალათბურთელმა 11 ქულა, 8 მოხსნა და 3 პასი მიითვალა

დუდა სანაძის ანორთოსისი კვიპროსის საკალათბურთო ჩემპიონატის მორიგ ტურში ლიმასოლის აპოლონს ესტუმრა და 76:85 წააგო.

ქართველი ლეგიონერი ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე გატარებულ 35:50 წუთში 11 ქულა, 8 მოხსნა (3 შეტევაში) და 3 პასი მიითვალა.

სანაძემ 8-დან 2 ორქულიანი, 4-დან 2 სამქულიანი და 1 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, 3 პერსონალური ფოლი მიიღო და მის წინააღმდეგაც 3-ჯერ დაჯარიმდნენ. 

ანორთოსისს 6 მოგების წილ 9 მარცხი მოუგროვდა და მე-7 ადგილზე დარჩა, მომდევნო მატჩს კი 11 თებერვალს, შინ, ერთ-ერთ ლიდერ ნიქოზიის აპოელთან ჩაატარებს.

კომენტარები

ბოლო ამბები