- ბასილაშვილი 6:7 (3:7), 7:5, 6:2 ლესტიენი
- ქართველმა ჩოგბურთელმა კორტზე ორსაათნახევარი გაატარა
30 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა საფრანგეთის ქალაქ მონპელიეში მიმდინარე ტურნირზე (საპრიზო ფონდი 630 705 ევრო) პირველი გამარჯვება იზეიმა და მერვედფინალში გავიდა.
ბასილაშვილი სასტარტო შეხვედრაში ფრანგ კონსტანტ ლესტიენს გაეჯიბრა და 6:7 (3:7), 7:5, 6:2 იმარჯვა. საქართველოს პირველი ჩოგანი მეტოქეს კლასში აშკარად აღემატებოდა და ნაკლები უნებლიე შეცდომა რომ დაეშვა, გაცილებით იოლადაც იმარჯვებდა, ასე კი, მატჩი ორსაათნახევარი გაგრძელდა.
ნიკას 5 ეისი და 3 ორმაგი შეცდომა ჰქონდა (ლესტიენს, შესაბამისად, 6 და 2), 16-დან 7 ბრეიკ-პოინტი გამოიყენა, თავად კი მოწოდება 4-ჯერ წააგო.
თუ ვინ იქნება ბასილაშვილის მომდევნო მეტოქე მოგვიანებით გაირკვევა, როდესაც მე-6 ნომრად განთესილი ყაზახი ალექსანდერ ბუბლიკი ფრანგ გრეგუარ ბარერეს დაუპირისპირდება.
კომენტარები