- ამიენი 0:2 მეცი
- გიორგი მიქაუტაძე: გოლი და საგოლე პასი
22 წლის გიორგი მიქაუტაძე შესანიშნავ ფორმაშია, მეცის მაისურით მან ბოლო 5 თამაშში 4 გოლი გაიტანა. მეცი ამიენს ესტუმრა და 2:0 გაიმარჯვა, რაც დიდწილად, ქართველი ლეგიონერის დამსახურებაა, მის ანგარიშზე გოლი და საგოლე პასია.

54-ე წუთზე გიორგი მიქაუტაძე საჯარიმოში ნიკოლა ოპოკუმ მოცელა და თავად დაზარალებულმა ანგარიში გახსნა. 78-ე წუთზე მანვე კუთხური მოაწოდა და არტურ ატამ ანგარიშში სხვაობა გაზარდა. 89-ე წუთზე ქართველი ლეგიონერი შეცვალეს.
ამ გოლით გიორგი ბორდოს ნიგერიელ ფორვარდ ჯოშ მაჯას დაეწია ბომბარდირთა დავაში (11-11 გოლი), მიქაუტაძის ანგარიშზე 5 საგოლე პასიცაა. შარშან ბელგიის იუპილერლიგაში სერენის მაისურით გიორგიმ 10 გოლი გაიტანა (30 მატჩში). ასე რომ, მან შარშანდელი მიღწევა უკვე გააუმჯობესა.
მეცი 22 მატჩიდან 36 ქულით მე-4 პოზიციაზეა, ლიგა 1-ში ორი გუნდი გადადის - ლე ავრი გამოკვეთილი ლიდერია 47 ქულით, სოშოს და ზურიკო დავითაშვილის ბორდოს 39-39 ქულა აქვთ. 13 თებერვალს მეცი კაენს უმასპინძლებს, 11-ში ბორდო ნიორს ესტუმრება, სოშო კი ლე ავრს მასპინძლობს.
კომენტარები