- კალაშნიკოვა/გალფი 7:6 (7:1), 6:4 ბასოლს რიბერა/კრისტიანი
- ქართველმა ჩოგბურთელმა და მისმა მეწყვილემ ორ სეტში იმარჯვეს
ქართველი ჩოგბურთელი ოქსანა კალაშნიკოვა ავსტრიის ქალაქ ლინცში იმყოფება და ადგილობრივ ტურნირზე (საპრიზო ფონდი 225 480 ევრო) მეოთხედფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.
ოქსანა ტრადიციულად წყვილთა თანრიგში თამაშობს, სადაც ამჯერად დალმა გალფისთან არის შეამხანაგებული.
ქართველი და უნგრელი ჩოგბურთელები Upper Austria Ladies Linz-ის საწყის რაუნდში ესპანელ მარინა ბასოლს რიბერასა და რუმინელ ჟაკელინ კრისტიანს გაეჯიბრნენ და 7:6 (7:1), 6:4 იმარჯვეს.
უკვე ცნობილია, რომ კალაშნიკოვა და გალფი მეოთხედფინალში ამერიკელებს – კეიტლინ კრისტიანსა და საბრინა სანტამარიას ეთამაშებიან.
ცნობისთვის, ლინცის ტურნირზე ძალებს საქართველოს სახელით მოთამაშე კიდევ ერთი ჩოგბურთელი სცდის. ნათელა ძალამიძე და მისი სლოვაკი მეწყვილე ვიკტორია კუზმოვა მერვედფინალში მე-3 ნომრად განთესილ რუსებს – კამილა რახიმოვასა და იანა სიზიკოვას დაუპირისპირდებიან.
კომენტარები