- 2030 წლის მუნდიალი შეიძლება არგენტინა-ჩილე-პარაგვაი-ურუგვაიში ჩატარდეს
- ეს საიუბილეო მსოფლიოს ჩემპიონატი იქნება - პირველიდან 100 წლისთავზე
მსოფლიოს 2030 წლის ჩემპიონატი შესაძლოა სამხრეთამერიკაში გაიმართოს. ყოველ შემთხვევაში, კონმებოლმა დაადასტურა, რომ მასპინძლობისთვის ერთბაშად 4 ქვეყანა იბრძოლებს.
ურუგვაი, არგენტინა, ჩილე და პარაგვაი მუნდიალის მასპინძლობას ერთობლივად აპირებენ. აღსანიშნავია, რომ 2030 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი საიუბილეო იქნება, რადგან პირველი მუნდიალიდან ზუსტად 100 წელი იქნება გასული. და, სად ჩატარდა 1930 წელს მსოფლიოს ჩემპიონატი? ურუგვაიში. ამიტომაც, კონმებოლში იმედოვნებენ, რომ ფიფა ამჯერადაც არჩევანს ურუგვაიზე შეაჩერებს (მასთან ერთად არგენტინა, ჩილე, პარაგვაიზე).
ჯერჯერობით, 2030 წლის მუნდიალის მასპინძლობაზე განაცხადი ასევე შეტანილი აქვთ ესპანეთს, პორტუგალიას და უკრაინას (ერთობლივი კანდიდატები), ეგვიპტეს, საბერძნეთსა და საუდის არაბეთს (ერთობლივი კანდიდატები).
აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს ჩემპიონატი ევროპის კონტინენტზე ბოლოს 2018 წელს ჩატარდა. გასულ წელს მასპინძელი კატარი იყო (აზია), ხოლო 2026 წელს აშშ, მექსიკა და კანადა (ჩრდილოეთ ამერიკა) უმასპინძლებენ.
კომენტარები