Thumbnail
  • დინამო თბილისი 3:13 პრო რეკო
  • ქართულმა გუნდმა იტალიურ გრანდს წინააღმდეგობა ვერ გაუწია

წყალბურთის ჩემპიონთა ლიგის მე-7 ტურში საქართველოს ჩემპიონი დინამო თბილისი იტალიურ პრო რეკოს დაუპირისპირდა და ზედიზედ მეშვიდე მარცხი განიცადა.

იტალიური კლუბი ერთ-ერთი გრანდია და ბუნებრივია, თბილისში აშკარა ფავორიტის სტატუსით ითამაშა, რაც დაამტკიცა კიდეც. სტუმრებმა უპირატესობა მატჩის დასაწყისშივე მოიპოვეს და თამაშს ბოლომდე აკონტროლებდნენ.

საბოლოოდ, დინამო თბილისი 3:13 დამარცხდა. საინტერესოა, რომ ამ გუნდების შეხვედრაში გასულ სეზონშიც ზუსტად ასეთი ანგარიში დაფიქსირდა. ქართული გუნდის რიგებიდან თითო გოლი საბა ტყეშელაშვილის, ანდრია ვლაჰოვიჩისა და სტეფან პიესიცავის ანგარიშზეა.

დინამო თბილისი A ჯგუფში 7 ტურის შემდეგ ისევ მოგების გარეშე და 7 მარცხით ბოლო, მე-8 ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას კი 18 თებერვალს, ისევ პრო რეკოსთან გამართავს, ოღონდ, სტუმრად.

დინამო თბილისი 3:13 პრო რეკო

[0:3, 1:2, 2:4, 0:4]

გოლები: 0:1 იუნგერი, 0:2 ძალანკი, 0:3 ჰალოკი, 0:4 ძალანკი, 0:5 ფონდელი, 1:5 ვლაჰოვიჩი, 2:5 ტყეშელაშვილი, 2:6 ლონკარი, 2:7 ჰალოკი, 2:8 ეჩენიკე, 2:9 ეჩენიკე, 3:9 პიესიცავი, 3:10 ჰალოკი, 3:11 ფონდელი, 3:12 ეჩენიკე, 3:13 ლონკარი.

დინამო თბილისი: რაზმაძე, კირიაკიდი, ახვლედიანი, ჯიხციარენკა, ტყეშელაშვილი (1 გოლი), ვლაჰოვიჩი (1), ჯახაია, სარიჩი, იმნაიშვილი, მაგრაქველიძე, მალიშაუ, პიესიცავი (1), გვეტაძე.

კომენტარები

ბოლო ამბები