Thumbnail
  • გალათასარაიმ ნიკოლო ძანიოლო რომასგან იყიდა
  • თურქულმა გრანდმა ტრანსფერი დეტალები გაამხილა

ოფიციალურად - რომამ ნიკოლო ძანიოლო გალათასარაიში გაყიდა, 23 წლის იტალიელი სტამბოლურ გრანდს 4,5-წლიან კონტრაქტზე შეუთანხმდა, რომა მის სანაცვლოდ  €15 მილიონს მიიღებს. 

ის, რომ ძანიოლო, რომელსაც ბოლო დროს რომას ხელმძღვანელობასთან დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა, გალათასარაიში გადადიოდა ბოლო დღეებში უკვე ცნობილი იყო. ტრანსფერი თურქეთში მომხდარმა ძლიერმა მიწისძვრამ შეაფერხა. ძანიოლოს ტრანსფერი ჯერ რომამ დაადასტურა, შემდეგ - გალათასარაიმ. 

გალათასარაის განცხადება მოკრძალებული იყო ფოტოს გარეშე - თურქეთში 7-დღიანი გლოვაა გამოცხადებული. რომა ძანიოლოს მომავალი გაყიდვიდან 20%-ს მიიღებს. სეზონში ძანიოლოს ხელფასი 2.7 მილიონი ევრო იქნება.  

2023 წლის განმავლობაში რომა და გალათასარაი მცირე ტურნირს გამართავენ, რომლის მთლიანი შემოსავალიც მიწისძვრისგან დაზარალებულთა ფონდში გადაირიცხება.

23 წლის შემტევ ნახევარმცველს იტალიის ნაკრებში 11 მატჩი და 2 გოლი აქვს, რომაში ის ინტერიდან გადავიდა. 

კომენტარები

ბოლო ამბები