Thumbnail

გოჩოლეიშვილის თანაგუნდელმა თურქეთში რუს ტურისტს სცემა - Слава России-ს გამო

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • შახტარისა და უკრაინის ნაკრების ფორვარდმა ანტალიის სასტუმროში იჩხუბა
  • 21 წლის უკრაინელს მთვრალმა რუსმა ტურისტებმა პროვოკაცია მოუწყვეს

უკრაინის ნაკრებისა და დონეცკის შახტარის თავდამსხმელმა დანიილ სიკანმა, რომელიც კლუბთან ერთად თურქულ შეკრებაზე იმყოფებოდა, მთვრალ რუს ტურისტს სცემა.

ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. როგორც ირკვევა, ინციდენტი ანტალიის ერთ-ერთ სასტუმროში მოხდა, სადაც შახტარის ფეხბურთელებთან ერთად, რუსი ტურისტებიც იმყოფებოდნენ. 

"სასტუმროში, სადაც შახტარი იყო დაბინავებული, რუსი ტურისტებიც შესახლდნენ. ერთ საღამოს მთვრალი რუსი ტურისტების ერთი ჯგუფი სასტუმროს დერეფანში დანის გადაეყარა. უკრაინული კლუბის მაისურის დანახვაზე მათ სპეციალურად "Слава России!"-ს სკანდირება დაიწყეს. სიკანმა ისე, რომ არ უფიქრია შედეგზე, ერთ-ერთ პროვოკატორს სახეში მუშტი დაარტყა. ამას მოყვა ქალა-ტვინის ტრავმა და სამედიცინო პუნქტი. დაზარალებულმა გონზე მოსვლის შემდეგაც ვერ შეძლო თავდამსხმელის ამოცნობა. ამ ისტორიაში შესაძლოა იყოს უზუსტობანი, რადგან მოწმეები არ არსებობენ, მაგრამ ფაქტი რომ ნამდვილია, ეჭვგვარეშეა", - წერს უკრაინული წყარო, რომლის ცნობით, შახტარმა, რომელიც თავის რეპუტაციას უფრთხილდება, კონფლიქტის განმუხტვაზე მაშინვე იზრუნა. 

გიორგი გოჩოლეიშვილი შახტარს წლის დასაწყისში შეუერთდა

დონეცკის შახტარმა, რომელის შემადგენლობაში გიორგი გოჩოლეიშვილიც იმყოფება, თურქული შეკრება დაასრულა და სეზონის განახლებისთვის მზადებას პოლონეთში გააგრძელებს. შახტარი პაუზის შემდეგ პირველ ოფიციალურ თამაშს 16 თებერვალს, ევროპალიგის 1/16-ფინალში გამართავს, სადაც მეტოქედ ფრანგული რენი ჰყავს. უკრაინული გუნდი საშინაო შეხვედრას ვარშავაში ჩაატარებს. 

შეგახსენებთ, რომ 2022 წლის 24 თებერვალს, რუსეთის შეიარაღებული ძალების უკრაინაში შეჭრისა და ქვეყანაში ფართომასშტაბიანი ომის გაჩაღების შემდეგ, ფიფამ და უეფამ რუსეთის ნაკრებებსა და კლუბებს საერთაშორისო ტურნირებში გამოსვლა აუკრძალა.

კომენტარები

ბოლო ამბები