Thumbnail

რუსები ოლიმპიადაზე - ერთადერთი ვარიანტი, რომელსაც სოკ-ი განიხილავს

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტში (IOC) რუსეთისა და ბელარუსის დელეგაციების პარიზის 2024 წლის ოლიმპიადაზე დროშებითა და ჰიმნებით გამოსვლის შესაძლებლობა არცკი განიხილება. ამის შესახებ ინფორმაციას ESPN ავრცელებს, რომელსაც ორგანიზაციაში განუმარტეს, რომ ამ ქვეყნების სპორტსმენების მონაწილეობა თამაშებში შესაძლებელი მხოლოდ ნეიტრალური სტატუსით შეიძლება იყოს. 
 
"არ გვეგმავთ, რომ პარიზის 2024 წლის ოლიმპიადაზე დაშვებული იყოს რუსეთისა და ბელარუსის დელეგაციები, ასევე - ამ ქვეყნების დროშები. ერთადერთი ვარიანტი, რომელიც შესაძლოა განიხილებოდეს, ნეიტრალური სპორტსმენების გამოსვლაა, როგორც ეს შარშან ჩოგბურთში საფრანგეთის ღია პირველობაზე, ცოტა ხნის წინ ავსტრალიის ღია ჩემპიონატსა და სპორტის სხვა პროფესიონალური სახეობების შემთხვევაში მოხდა", - განაცხადეს სოკ-ში. 

უკრაინა და მისი მხარდამჭერი რამდენიმე სახელმწიფო ევროპაში ოლიმპიადის ბოიკოტზე ფიქრობს

25 იანვარს საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტში გამოითქვა მზადყოფნა, განიხილონ რუსი და ბელარუსი სპორტსმენების ნეიტრალური სტატუსით, დროშებისა და ჰიმნების გარეშე და სხვადასხვა შეზღუდვების გათვალისწინებით, საერთაშორისო შეჯიბრებებში დაშვების საკითხი. მეორე დღესვე სოკ-ში განაცხადეს, რომ ჯერჯერობით არ არის შემუშავებული კრიტერიუმები, რომლითაც უკრაინაში მიმდინარე ომის მიმართ რუსი და ბელარუსი სპორტსმენების პოზიციას დაადგენენ.

სოკ-ის განზრახვას უარყობითი რეაქვია მაშინვე მოჰყვა უკრაინასა და მის მხარდამჭერ სახელმწიფოებში (დიდი ბრიტანეთში, პოლონეთსა და ბალტიისპირეთში). გაისმა პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშების ბოიკოტირების მუქარაც.

ოლიმპიადის მასპინელი ქვეყნის, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ახლახან განაცხადა, რომ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი პარიზის 2024 წლის თამაშებში რუსი სპორტსმენების დაშვების შესახებ გადაწყვეტილებას ზაფხულში მიიღებს. 

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი გადაწყვეტილებას სოკ-ისგან ზაფხულში ელოდება

“ჩვენ განვუმარტეთ ზელენსკის (უკრაინის პრეზიდენტი), რომ სპორტსმენების მონაწილეობის საკითხი საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის გადასაწყვეტია. მისი გადაწყვეტილებები შეეხება უახლოეს თვეებში გასამართ შეჯიბრებებს, მაგრამ არ მოიცავს ოლიმპიურ პერიოდს. რუსი სპორტსმენების დაშვების გადაწყვეტილება ზაფხულში უნდა მიიღონ და ის დამოკიდებული იქნება ომში არსებულ ვითარებაზე”, - აღნიშნა მაკრონმა. 

შეგახსენებთ, რომ 2022 წლის 24 თებერვალს, რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, სოკ-მა საერთაშორისო ფედერაციებს მისცა რეკომენდაცია, არ დააშვან შეჯიბრებებში რუსი და ბელარუსი სპორტსმენები. ამ რეკომენდაციას აქამდე თითქმის ყველა საერთაშორისო ფედერაცია ასრულებდა, გარდა იშვიათი გამონაკლისისა (მაგალითად, ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაცია).

კომენტარები

ბოლო ამბები