Thumbnail

ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციამ (ფიფა) 2022 წლის საუკეთესო მწვრთნელობის ფინალისტი კანდიდატები დაასახელა. ნომინანტები არიან ლიონელ სკალონი, ვინც არგენტინის ნაკრებთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონი გახდა; კარლოს ანჩელოტი (რეალი) და ხოსეპ გვარდიოლა (მანჩესტერ სიტი). 

გამარჯვებულთა დაჯილდოვების ცერემონიალი პარიზში, 27 თებერვალს გაიმართება. ფინალისტი ნომინანტების ვინაობა ეროვნული ნაკრებების მწვრთნელების და კაპიტნების ხმებით გაირკვა. 

კარლო ანჩელოტიმ 2022 წელს რეალთან ერთად ესპანეთის ჩემპიონატი და ჩემპიონთა ლიგა მოიგო, გვარდიოლამ კი მანჩესტერ სიტი ინგლისის ჩემპიონი გახადა. 

კომენტარები

ბოლო ამბები