Thumbnail
  • ნეა სალამინა 0:1 ანორთოსისი
  • გიორგი ლორია 79-ე წუთზე გამოცვალეს

კვიპროსის ჩემპიონატის 21-ე ტურის მატჩში, რომელიც ანორთოსისმა სტუმრად 1:0 მოიგო ნეა სალამინასთან დაპირისპირებაში, საქართველოს ნაკრების გოლკიპერმა გიორგი ლორიამ ტრავმა მიიღო. 75-ე წუთზე ქართველმა ლეგიონერმა დაზიანება მიიღო და მან თამაშის გაგრძელება ვეღარ შეძლო, ის 4 წუთში კვიპროსელი კერავნოსით გამოცვალეს. 

მან თამაშის გაგრძელება ვეღარ შეძლო

ტრავმის მიღების შემდეგ, ლორიამ თამაშის გაგრძელება შეძლო, მაგრამ საჯარიმო დარტყმა ვერ შეასრულა და მოედანზე დაეცა. ის მოედნიდან ელექტრომობილით გაიყვანეს, რადგან მიწაზე ფეხის დადგმა ძალიან უჭირდა. როგორც ჩანს, ტრავმა სერიოზულია. 

ანორთოსისს 29 ქულა აქვს და მე-9 ადგილზეა. 20 თებერვალს გუნდი პაფოსს ხვდება, თუმცა მანამდე კვიპროსის თასის მეოთხედფინალში ოლიმპიაკოსთან დაპირისპირება ელის, ეს თამაში 16 თებერვალს გაიმართება. ამ შეხვედრას თემურ ქეცბაია ესწრებოდა, ანორთოსისის ყოფილი თავკაცი ამჟამად კვიპროსის ნაკრების მთავარი მწვრთნელია. 

კომენტარები

ბოლო ამბები