Thumbnail

0:2 ბარერთან - ბასილაშვილი მონპელიეს ტურნირს დაემშვიდობა

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ნიკოლოზ ბასილაშვილი 3:6, 4:6 გრეგუარ ბარერი
  • თითო სეტში ნიკამ თითო საკუთარი მოწოდება დათმო

ATP ტურის მორიგ ტურნირზე მონპელიეში ნიკოლოზ ბასილაშვილმა (87) მერვედფინალში წააგო ფრანგ გრეგუარ ბარერთან (75) – 3:6, 4:6 და შეჯიბრებას დაემშვიდობა. შეხვედრა საათსა და 12 წუთს გაგრძელდა, ნიკოლოზმა სეტებში თითო საკუთარი მოწოდება დაკარგა და ეს სავსებით საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ ბარერი მეოთხედფინალში გასულიყო. 

მონპელიეს ტურნირის საპზირო ფონდი 630 ათასი ევროა. პირველ წრეში ბასილაშვილმა ფრანგი კონსტანტინ ლესტიენი დაამარცხა, ამისთვის მას სამი სეტი დასჭირდა. ბარერის მეტოქე პირველ ნომრად განთესილი დანიელი ჰოლგერ რუნე (9) იქნება. 

კომენტარები

ბოლო ამბები