Thumbnail

ემოციური ისტორია - როგორ აირჩია ძანიოლომ გალათასარაიში ნომერი

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ნიკოლო ძანიოლომ გალათასარაიში ნომერი აირჩია
  • მან 17-ნომრიანი მაისური მიწისძვრის დროს გარდაცვლილი ქომაგის ხსოვნის გამო აირჩია

ნიკოლო ძანიოლომ გალათასარაიში ნომერი აირჩია. ის თურქულ კლუბში 17-ნომრიანი მაისურით ითამაშებს. იტალიელმა ფეხბურთელმა განაცხადა, რომ ეს მიწისძვრის დროს გარდაცვლილი ქომაგის ხსოვნას მიუძღვნა.

გალათასარაიმ თურქეთში მომხდარი მიწისძვრის დროს დაღუპულთა ხსოვნას ვიდეო მიუძღვნა, სადაც არც მუჰამედ ემინ ოზკანი დაივიწყეს, რომელმაც ბოლო პოსტი სოციალურ ქსელში სწორედ ძანიოლოს ტრანსფერზე გამოაქვეყნა. ოზკანი 17 წლის იყო და ძანიოლომაც 17-ნომრიანი მაისურით ასპარეზობა გადაწყვიტა.

"ვწუხვარ მუჰამედისა და მთელი თურქეთის გამო. საუკეთესო გადაწყვეტილება მივიღე და ჩემი მხარდაჭერა ასე გამოვხატე'', - განაცხადა ნიკოლომ.

ძანიოლო თავიდანვე აქტიურად ჩაება თურქი ხალხის დახმარების საქმიანობაში. მან გალათასარაის სტადიონთან ხალხს საკვები და ტანსაცმელი დაურიგა. 

კომენტარები

ბოლო ამბები