Thumbnail
  • ფრანგმა სპორტულმა ჟურნალისტმა ქსავიე დომერგმა დავითაშვილი შეაქო
  • ბორდოს 21 წლის ქართველი შემტევისგან სტატისტიკის გაუმჯობესებას ელიან  

საქართველოს ნაკრებისა და დინამო ბათუმის შემტევი ზურიკო დავითაშვილი თავის გამოჩენას საფრანგეთის ლიგა 2-ის ბორდოში ცდილობს, სადაც სეზონის ბოლომდე იჯარით გამოდის. და ამას ახერხებს კიდეც. მართალია, 21 წლის ქართველი გარემარბის სტატისტიკა ისე “არ ყვირის”, როგორც მის გულშემატკივრებს სურთ, მაგრამ ფაქტია, მისი მონდომება და ტექნიკური არსენალი ბორდოს ფანებსა თუ საფეხბურთო ექსპერტებს შეუმჩნეველი არ რჩებათ. 

ზუროკო ფრანგული კლუბის ღირსებას სეზონის ბოლომდე იცავს

საფრანგეთში ცნობილმა სპორტულმა კომენტატორმა და ჟურნალისტმა ქსავიე დომერგმა ახლახან ზურიკოს შესახებ საინტერესოდ ისაუბრა.

“არის ფეხბურთელი, რომელიც განსაკუთრებით მაღელვებს და მასზე აუცილებლად ვილაპარაკებ - ეს დავითაშვილია. მას გუნდის თამაშში ნამდვილად შემოაქვს დამატებითი ტექნიკური შტრიხი. დარწმუნებით შემიძლია თქმა, რომ ის ამ სეზონში ლიგა 2-ის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. 

ვფიქრობ, ჟირონდელებს მისი იმედი უნდა ჰქონდეთ. თავიდანვე ვატყობდით, რომ ის დაჯილდოვებული იყო შემოქმედებითი უნარით. ერთი-ერთზე მუდმივად ცდილობდა გამწვავებას და მართალია, ზოგჯერ სიზუსტე აკლდებოდა, მაგრამ ახლა უკვე ვატყობ, რომ დახვეწა და გაამარტივა თამაში, შეიძინა სტაბილურობა. ის გრძნობს თამაშს, აქვს ტექნიკა, რომელიც იმედი მაქვს, დასკვნით ფაზაში მის სტატისტიკაზეც აისახება”, - აქვეყნებს ფრანგული მედია დომერგის სიტყვებს. 

დავითაშვილის ანგარიშზე საქართველოს ნაკრების 22 მატჩში 3 გოლია

ზურიკო დავითაშვილმა ბორდოს ღირსება ჩემპიონატის 14 მატჩში დაიცვა და 2-2 გოლითა და საგოლე პასით გამოირჩა. კიდევ 2 შეხვედრა მან თასის გათამაშებაში ჩაატარა, სადაც 1 გოლი მიითვალა.

საფრანგეთის ლიგა 2-ში გასული 22 ტურის შემდეგ, ბორდოს 39 ქულა აქვს და მეორე-მესამე ადგილებს სოშოსთან იყოფს, ლიდერ ლე ავრს კი 8 ქულით ჩამორჩება. დავითაშვილის გუნდი მომდევნო მატჩს 11 თებერვალს, სტუმრად ნიორთან გამართავს.

კომენტარები

ბოლო ამბები