- EA-მ ქართველ ფეხბურთელს საკმაოდ მაღალი რეიტინგი მიანიჭა
- FIFA 23-ში კვარაცხელიას სპეციალური ბარათი FUT რეჟიმში გამოვიდა
ყველაზე პოპულარულ საფეხბურთო სიმულატორში Future Stars-ის ბარათები წელიწადში ერთხელ გამოდის და მსოფლიოს მასშტაბით საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელებს ავლენს. წელს, თამაშში ნაპოლის ქართველი გარემარბის, ხვიჩა კვარაცხელიას ქარდი გამოჩნდა და EA-მ კვარას რეიტინგი 90-ით შეაფასა.
თამაშში კვარაცხელიას გამოჩენას ჯერ კიდევ თებერვლის დასაწყისში ველოდით, მაგრამ ქართველი TEAM 1-ის შემადგენლობაში ვერ მოხვდა. Future Stars-ის პირველ ვერსიაში ყველაზე მაღალი რეიტინგი მანჩესტერ სიტის 23 წლის ფორვარდს ხულიან ალვარესს აქვს (92), ერთით ნაკლები აქვს ბარსელონას ვუნდერკინდ გავის (91), ხოლო ადეიემისა და მუდრიკის მონაცემები 90-90-ით შეფასდა.

რაც შეეხება TEAM 2-ის “მომავალი ვარსკვლავების” შემადგენლობას: ამ გუნდში ყველაზე მაღალი რეიტინგი ჯამალ მუსიალას აქვს - 92. ენცო ფერნანდესის, რონალდ არაუხოსა და ხვიჩა კვარაცხელიას რეიტინგი თანაბარია - 90.

FIFA 23-ში Future Stars-ის სპეციალური ბარათი FUT რეჟიმში იქნება ხელმისაწვდომი.
კომენტარები