Thumbnail

პირველად სეზონში - ოლიმპმა ქუთაისს მოუგო და სუპერლიგაში გალიდერდა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ოლიმპი 92:77 ქუთაისი
  • დავით როგავას გუნდმა სუპერლიგაში მეცხრედ მოიგო

დავით როგავას ოლიმპმა სუპერლიგაში მე-12 მატჩი ჩაატარა და ქუთაისს მარტივად მოუგო. ოლიმპის კალათბურთელებმა მხოლოდ მეორე მეოთხედი დათმეს, დანარჩენ სამ მეოთხედში კი მეტოქეს შანსი არ დაუტოვეს.

საინტერესო ფაქტი ის იყო, რომ ოლიმპის წინააღმდეგ კახა ჯინჭარაძე თამაშობდა. საქართველოს ნაკრების კალათბურთელი ერაყიდან დაბრუნდა და ქუთაისში გადავიდა. ჯინჭარაძემ ყოფილ გუნდს 30 ქულა ჩაუგდო, თუმცა ოლიმპმა მაინც მოიგო. ოლიმპის კალათბურთელს ლინტონ აკლიესეს 29 ქულა, 9 მოხსნა და 2 პასი ჰქონდა, მას ორმაგ დუბლამდე ერთი მოხსნა დააკლდა. დრუ კუქსჰაუსენმა ქუთაისს 22 ქულა ჩაუგდო, ხოლო ლუკა კალატოზიშვილმა 14 ქულით გამოიჩინა თავი.

კახა ჯინჭარაძემ ოლიმპს 30 ქულა ჩაუგდო

ოლიმპმა სეზონში მეცხრე მატჩი მოიგო და 21 ქულით სუპერლიგას ლიდერობს. თბილისური კლუბი სუპერლიგის ამ სეზონში პირველ ადგილზე პირველად გადავიდა. როგავას კლუბი მომდევნო ტურში ბათუმთან ითამაშებს, რომელიც მაგარ ფორმაშია და სუპერლიგაში ზედიზედ სამი მატჩი აქვს მოგებული.

კომენტარები

ბოლო ამბები