Thumbnail
  • ლოს ანჯელეს კლიპერსი 106:119 მილუოკი ბაქსი
  • იანისმა 35 ქულა ჩააგდო, ბაქსმა კი ზედიზედ მეათე მოგება მიითვალა
  • სანდრო მამუკელაშვილმა მილუოკის ზედიზედ მესამე მატჩში ითამაშა

NBA-ს რეგულარულ ჩემპიონატში სანდრო მამუკელაშვილის ბაქსის წარმატებული სერია გრძელდება. მილუოკიმ იანის ანტეტოკუმპოს ლიდერობით სტუმრად ლოს ანჯელესში კლიპერსიც დაამარცხა და ზედიზედ მეათე გამარჯვება მიითვალა. 23 წლის ქართველმა კალათბურთელმა კი სათამაშო წუთები ამ შეხვედრაშიც მიიღო და გუნდის გამარჯვებაში თავისი მცირე წვლილი შეიტანა.

სანდრომ მოედანზე ჯამში 10:26 წუთი გაატარა, რა დროშიც 2 ქულა, 3 მოხსნა, 2 პასი მიითვალა. ქართველმა კალათბურთელმა მეტოქის ფარს ოთხჯერ შეუტია - ერთხელ პერიმეტრიდან, სამჯერ - საშუალო დისტანციიდან, ზუსტი კი მხოლოდ მისი ბოლო მცდელობა აღმოჩნდა - მატჩის მიწურულს ორქულიანი ჩააგდო. მამუკელაშვილს ერთი ფოლი ჰქონდა, მისი პლუს-მინუს კოეფიციენტი კი -3 იყო.


თამაში გარდამავალი უპირატესობით წარიმართა, თუმცა დიდი შესვენების შემდეგ მილუოკის უპირატესობა ნელ-ნელა გამოიკვეთა. სტუმრებმა ბოლო მეოთხედი განსაკუთრებით კარგად ჩაატარეს და საბოლოო გამარჯვებაც იზეიმეს.

მილუოკის ბერძენი ვარსკვლავი მოედანზე საუკეთესო იყო

მოედანზე გამორჩეული ამჯერადაც ბაქსის ბერძენი ვარსკვლავი იყო. იანისმა 35 ქულა, 8 მოხსნა და 6 პასი მიითვალა, ორმაგი დუბლით კი ბრუს ლოპესი გამოირჩა (22 ქულა, 15 მოხსნა). კლიპერსში 20 ქულა ბრენდონ ბოსტონს ჰქონდა, პოლ ჯორჯს დუბლი - 19 ქულა, 11 მოხსნა.

მილუოკი ბაქსს რეგულარულ ჩემპიონატში 39 მოგება და 17 მარცხი აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციის სატურნირო ცხრილში მხოლოდ მხოლოდ ბოსტონ სელტიკსს ჩამორჩება, რომელსაც ერთით მეტი მოგება აქვს. მომდევნო შეხვედრას მამუკელაშვილის გუნდი სწორედ ბოსტონთან გამართავს - შინ 15 თებერვალს. 

კომენტარები

ბოლო ამბები