- ეკატერინე გორგოძემ პორტუს 40-ათასიანი ტურნირი მოიგო
- წყვილთა თანრიგში მისი პარტნიორი 20 წლის ესპანელი ლიერე რომერო იყო
ეკატერინე გორგოძემ პორტუში ITF-ის ტურნირი (საპრიზო ფონდი: 40 ათასი დოლარი) წყვილთა თანრიგში მოიგო - გორგოძე 20 წლის ესპანელ ლიერე რომეროსთან ერთად თამაშობდა. ქართულ-ესპანურმა დუეტმა ფინალში პორტუგალიელი მატილდე ჟორჟესა და ხორვატი ტარა ვურტის დუეტი დაამარცხა - 6:4, 2:6, 11:9.

ამავე ტურნირის ერთეულთა თანრიგში გორგოძე 1/16 ფინალში პოლონელ ურსულა რადვანსკასთან დამარცხდა. წყვილებში გორგოძე და რომერო პირველ ნომრად იყვნენ განთესილები, მათ ზედიზედ 4 შეხვედრა მოიგეს და ტიტულს დაეუფლნენ.
2023 წელს ეს გორგოძის პირველი ტიტულია. სულ ეკატერინეს ანგარიშზე 12 ტიტულია წყვილებში და 4 ერთეულებშია.
კომენტარები