Thumbnail

ბასილაშვილი როტერდამის ტურნირის ძირითად ბადეში ვერ გავიდა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ბასილაშვილი 5:7, 4:6 ლესტიენი
  • ქართველმა ჩოგბურთელმა მეტოქის მოწოდების მოგება ვერ მოახერხა

ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ნიდერლანდების ქალაქ როტერდამში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 2 224 460 ევრო) ძირითად ბადეში გასვლა ვერ მოახერხა.

ბასილაშვილმა ABN AMRO Open-ის კვალიფიკაციის პირველ წრეში “უაილდ ქარდის” მქონე მასპინძელ მაქს ჰოუკსს 6:4, 6:4 სძლია, დღეს კი, 5:7, 4:6 დამარცხდა ფრანგ კონსტანტ ლესტიენთან.

შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზი ამ უკანასკნელს მიმდინარე კვირას მონპელიეს ტურნირის ძირითად ბადეშიც გაეჯიბრა და მაშინ 6:7 (3:7), 7:5, 6:2 მოიგო, ამჯერად კი, ფრანგმა რევანშის აღება მოახერხა.

დღევანდელი თამაში საათსა და 36 წუთს გაგრძელდა და ბასილაშვილს 3 ეისი და 1 ორმაგი შეცდომა მოუგროვდა, მეტოქის მოწოდება არ მოუგია, ლესტიენს კი ერთბაშად 13 ბრეიკ-პოინტი ჰქონდა, საიდანაც თითო სეტში თითო გამოიყენა და ეს, მოგებისთვის სრულიად საკმარისი იყო.

კომენტარები

ბოლო ამბები