- კალაშნიკოვა/კუზმოვა 4:6, 7:5, 12:10 ფრიედსამი-კიჩენოკი
- ქართველმა ჩოგბურთელმა და მისმა მეწყვილემ სუპერ ტაი-ბრეიკზე იმარჯვეს
29 წლის ქართველი ჩოგბურთელი ნათელა ძალამიძე ავსტრიის ქალაქ ლინცში გამართული WTA-ს ტურნირის (საპრიზო ფონდი 225 480 ევრო) გამარჯვებული გახდა. ცხადია, საუბარია წყვილთა შეჯიბრზე, სადაც ნათელა სლოვაკ ვიკტორია კუზმოვასთან ერთად ასპარეზობდა.
ფინალი, რომელიც თითქმის ორ საათს გაგრძელდა, ძალიან დაძაბული გამოდგა. ძალამიძემა და კუზმოვამ გერმანელ ანა-ლენა ფრიედსამთანა და უკრაინელ ნადია კიჩენოკთან პირველი სეტი წააგეს, თუმცა, საქმე სუპერ ტაი-ბრეიკამდე მიიყვანეს, იქ მატჩ-ბოლი გადაარჩინეს და საბოლოოდ, 4:6, 7:5, 12:10 მოიგეს.
ცნობისთვის, Upper Austria Ladies Linz-ზე ჩემპიონებისთვის 10 820 ევრო და 280 ქულა იყო გათვალისწინებული, ამდენად, ძალამიძეს, წყვილთა რეიტინგში საგრძნობი წინსვლა ელის.
წინასწარი გათვლებით, ნათელა 10 პოზიციით დაწინაურდება და 1309 ქულით 56-ე ადგილზე გადაინაცვლებს, 55-ეზე კი, კიდევ ერთი ქართველი ჩოგბურთელია ოქსანა კალაშნიკოვა გახლავთ. ის ავსტრიულ ტურნირზე ასევე თამაშობდა, თუმცა, უნგრელ დალმა გალფისთან წყვილში, მეოთხედფინალში დამარცხდა.
და ბოლოს. ძალამიძემ ლინცის ტურნირი კარიერაში მეორედ მოიგო (პირველად, 2021 წელს), WTA-ს ეგიდით, კლუჟ ნაპოკას ტურნირზეც უმარჯვია, ჩელენჯერებში კი, ტაიპეის, მუმბაისა და რუენის პირველობების ჩემპიონია.
კომენტარები