- სამშაბათიდან ჩემპიონთა ლიგა მერვედფინალური მატჩებით განახლდება
- აქ ნახავთ, რა ცვლილებებია ყველა გუნდის განაცხადში
ჩემპიონთა ლიგის განახლების წინ ამ სიისთვის თვალის გადავლება ყველას სჭირდება.
უეფას წესების თანახმად, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალისტ კლუბებს ზამთარში თავიანთ 25-კაციან განაცხადებში მაქსიმუმ 3 ახალწვეულის დარეგისტრირება შეეძლოთ. შესაბამისად, მოსალოდნელი იყო, რომ გუნდები ერთ ან რამდენიმე ფეხბურთელს განაცხადიდან სულაც ამოიღებდნენ. მაგალითად, ჩემპიონთა ლიგის განაცხადში აღარ არის ჩელსის ფორვარდი პიერ-ემერიკ ობამეიანგი და ა.შ.
მოდით, ერთად ვნახოთ, რა შეიცვალა გუნდების განაცხადებში, ვინ დაამატეს სიას და ვინ ამოიღეს:
ბაიერნი
განაცხადში დაამატეს: დეილი ბლინდი (ახალწვეული), ჟოაო კანსელო (იჯარა მანჩესტერ სიტიდან), იან ზომერი (შენაძენი გლადბახიდან).
განაცხადში აღარ არიან: ბენჟამენ ბალისი, ჯასტინ იანიცეკი, გაბრიელ მარუშიჩი, იაკობ მაიერი (ყველა ამოიღეს), მარსელ ზაბიტცერი (იჯარა მანჩესტერ იუნაიტედში).
პარი სენ-ჟერმენი
განაცხადში დაამატეს: ტიმოღი პემბელე (ზაფხულში არ ჰყავდათ), ილიეს ჰუსნი (ახალი B-სიაში).
განაცხადში აღარ არიან: ამან კარი (იჯარა ლორიანში), კეილორ ნავასი (იჯარა ნოტინგემში), პაბლო სარაბია (ვულვერჰემპტონში გადავიდა).
ბორუსია დორტმუნდი
განაცხადში დაამატეს: ჯეიმი ბაინო-გიტენსი, მაჰმუდ დაჰუდი, სებასტიან ალე (სამივე გამოჯანმრთელდა), ჯულიან რიერსონი (შენაძენი უნიონ ბერლინიდან).
განაცხადში აღარ არიან: თორგან აზარი (იჯარა ეინდჰოვენში), აბდულაიე კამარა.
ჩელსი
განაცხადში დაამატეს: ჟოაო ფელიქსი (იჯარა ატლეტიკოდან), ენცო ფერნანდესი (შენაძენი ბენფიკადან), მიხაილო მუდრიკი (შენაძენი შახტარიდან).
განაცხადში აღარ არიან: პიერ-ემერიკ ობამეიანგი (ამოიღეს), ჟორჟინიო (არსენალში გადავიდა).
აინტრახტი
განაცხადში დაამატეს: ფილიპ მაქსი (იჯარა ეინდჰოვენიდან), ალმამი ტურე (გამოჯანმრთელდა), აურელიო ბუტა (გამოჯანმრთელდა).
განაცხადში აღარ არიან: იენს გრალი (ამოიღეს), ჟერომ ონგუენე (იჯარა ზალცბურგში), ლუკა პელეგრინი (იჯარა ლაციოში).
ნაპოლი
განაცხადში დაამატეს: ბარტოშ ბერეშინსკი (იჯარა სამპდორიადან), პიერლუიჯი გოლინი (იჯარა ატალანტადან).
განაცხადში აღარ არიან: სალვატორე სირიგუ (ფიორენტინაში გადავიდა), ალსესანდრო ძანოლი (იჯარა სამპდორიაში), ალესიო ძერბინი (ამოიღეს).
ლაიპციგი
განაცხადში დაამატეს: იორიან ნილანდი (ახალწვეული), დანიელ იგენდუ, ვინერს ოსავე (ორივე ახალგაზრდული გუნდიდან).
განაცხადში აღარ არიან: პეტერ გულაჩი (ტრავმა), უგო ნოვოა (იჯარა ბაზელიდან).
მანჩესტერ სიტი
განაცხადში დაამატეს: მაქსიმო პერონე (ახალწვეული ველეს სარსფილდიდან).
განაცხადში აღარ არის: ჟოაო კანსელო (იჯარა ბაიერნში).
მილანი
განაცხადში დაამატეს: მალიკ ტიაუ, ანდრეა ბარტოჩონი, ფედერიკო მანიამელი, ფოტიოს პსეფტისი (ყველა ახალგაზრდული გუნდიდან).
განაცხადში აღარ არიან: სერჟინიო დესტი (ამოიღეს), ანდრეას იუნგდალი (იჯარა ალტახში).
ტოტენჰემი
განაცხადში დაამატეს: არნო დანჯუმა (იჯარა ვილიარეალიდან), პედრო პორო (იჯარა სპორტინგიდან), ალფი უაიტმენი (დეგერფორსიდან დაბრუნდა).
განაცხადში აღარ არიან: მეტ დოჰერტი (ატლეტიკოში გადავიდა), ბრაიან ხილი (იჯარა სევილიაში), ჯედ სპენსი (იჯარა რენში).
ბრიუგე
განაცხადში დაამატეს: იოზეფ ბურსიკი (ახალწვეული სტოკიდან), ჯეკ ჰენდრი (კრემონეზედან დაბრუნდა), მატს რიტსი (გამოჯანმრთელდა).
განაცხადში აღარ არიან: ედერ ბალანტა (იჯარა შალკეში), კაილ ლარინი (იჯარა ვალიადოლიდში), ედუარდ სობოლი (სტრასბურში გადავიდა).
ბენფიკა
განაცხადში დაამატეს: გონსალო გედეში (იჯარა ვულვერჰემპტონიდან), ანდრეას შიელდერუპი (ახალწვეული ნორდსიელანდიდან), კასპერ ტენგსტედტი (ახალწვეული რუსენბორგიდან), პედრო სანტუში, ჟოაო ნევეში, დიეგო მორეირა, ზან იევსენაკი, ლუის სემედუ, სამუელ სოარეში, ენრიკე პერეირა, ჟერსონ სიუზა (ყველა ახალგაზრდული გუნდიდან).
განაცხადში აღარ არიან: ენრიკე არაუხო (იჯარა უოტფორდში), ხილ დიასი (შტუტგარტში გადავიდა), ჯონ ენტონი ბრუკსი (ჰოფენჰაიმში გადავიდა), დიოგო გონსალვეში (კოპენჰაგენში გადავიდა), ენცო ფერნანდესი (ჩელსიში გადავიდა), პაულო ბერნარდო (იჯარა პაკოშ ფერეირაში), ჰელტინ ლეიტე (ანტალიასპორში გადავიდა), მარტიმ ნეტუ (ამოიღეს), როდრიგო პინიო (კურიტიბაში გადავიდა), ჟოაო ვიქტორი (იჯარა ნანტში).
ლივერპული
განაცხადში დაამატეს: კოდი გაკპო (ახალწვეული ეინდჰოვენიდან), ნაბი კეიტა, ალექს ოქსეილ-ჩემბერლენი (გამოჯანმრთელდნენ), რის უილიამსი (ბლექპულიდან დაბრუნდა), სტეფან ბაიჩეტიჩი, კაიდე გორდონი (ორივე ახალგაზრდული გუნდიდან).
განაცხადში აღარ არიან: ლუკ ჩემბერსი (იჯარა კილმარნოკში), არტური (ამოირეს, ტრავმირებულია), კალვინ რემზი (ამოიღეს).
რეალი
განაცხადში დაამატეს: მარველი, რაფაელ ობრადორი, ნიკო პასი (ყველა ახალგაზრდული გუნდიდან).
განაცხადიდან არავინ ამოუღიათ.
ინტერი
განაცხადში არავინ დაუმატებიათ.
განაცხადში აღარ არიან: დენის კურატოლო, ალეკსანდარ სტანკოვიჩი (ორივე ამოიღეს).
პორტუ
განაცხადში არავინ დაუმატებიათ.
განაცხადიდან არავინ ამოუღიათ.
კომენტარები