Thumbnail
  • 📅 18 თებერვალი | ⌚ 19:00 | 🏟 ოლიმპიური სასახლე | 👊 სეზონის პირველი შოუ
  • 6 ბრძოლა ანდერ ქარდზე იქნება, 5 - მეინ ქარდზე, 1 ქამარზე
  • ბილეთები უკვე იყიდება - შეიძინეთ აქ
  • LIVE: ფეისბუქი: ევროპოპი, იუთუბი: europop

შერეული ორთაბრძოლების წლის პირველ შოუმდე სულ უფრო და უფრო ცოტა დრო რჩება: MMA-ს მოყვარულებს 18 თებერვალს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში მაგარი სანახაობა გელოდებათ!

ეს იქნება GFC 19, რომლის ქარდი ბევრ საინტერესო ჩხუბს, ნოკაუტს და კარგ სანახაობას გვპირდება. აქვე ვთქვათ ძალიან კარგ ჟესტზე: ივენთი ლეგენდარული ქართველი მებრძოლის, გურამ გუგენიშვილის სახელობის იქნება, რომელიც 2014 წლის 8 ნოემბერს ავტოკატასტროფაში დაიღუპა.

სეზონის პირველ შოუზე 13 ქართველი მებრძოლი იჩხუბებს. ქართველების გარდა, ოქტაგონზე ირანელი, აზერბაიჯანელი, სომეხი, თურქი, ისრაელელი და ყირგიზი სპორტსმენები გავლენ. სატიტულო ჩხუბამდე უმაგრესი დაპირისპირება გველოდება: ლევან კირთაძე კარიერაში მეექვსე გამარჯვების მოპოვებას ხამად გუნაევთან ეცდება.

კირთაძემ ბათუმის საბრძოლო აკადემიის სპორტსმენს მაირბეკ სულუმოვს GFC 18-ზე უშანსოდ მოუგო და მისი წაუგებელი სერია დაასრულა. ის ჩხუბის დროს დომინანტი იყო და მეტოქე ყველა კომპონენტში დაჩაგრა.

ლევანის მეტოქე ხამად გუნაევი იქნება, რომელიც მაირბეკ სულუმოვის თანაგუნდელია და რევანშის აღებას ეცდება. ხამადს კარიერაში 4 მოგება და ერთი მარცხი აქვს. გუნაევმა ბოლოს ბათუმში იჩხუბა და ტორგომ ასატრიანი ნოკაუტით დაამარცხა. გუნაევმა სომეხ მეტოქეს ყბა გაუტეხა.

მოკლედ, წლის პირველი ღონისძიება არ უნდა გამოტოვოთ! GFC 19-ზე დაძაბულ ჩხუბებს და მაგარ ნოკაუტებს ველოდებით. შთამბეჭდავ სანახაობას ოლიმპიური სასახლე უმასპინძლებს, ბილეთების შეძენა უკვე შესაძლებელია. თუ დარბაზში მისვლას ვერ მოახერხებთ, ბრძოლებს europop-ის იუთუბის არხზე შეგიძლიათ უყუროთ.

კომენტარები

ბოლო ამბები