- ლუჩანო სპალეტიმ ხვიჩა კვარაცხელია მოჰამედ სალაჰს შეადარა
- GAZZETTA DELLO SPORT: ყველაზე მაგარი კვარაცხელიას გოლი კი არა, ეს იყო!
- ჯარიმა შეტევაში? ბარძალიმ და ფერარამ მსაჯის შეფასებაზე იცინეს
ნაპოლის მთავარი მწვრთნელი ლუჩანო სპალეტი დღეს Fioravante Polito Foundation-ის ორგანიზებულ ღონისძიებას დაესწრო, სადაც ანდრეა ფორტუნატოს სახელობის პრიზი გადაეცა.
სპალეტის შეკითხვებზე პასუხის გაცემაც მოუწია, მათ შორის, იყო კითხვები ხვიჩა კვარაცხელიაზეც. ნაპოლის დამრიგეველმა აღნიშნა, რომ კვარა ყველაზე მეტად მოჰამედ სალაჰს აგონებს. აღსანიშნავია, რომ ეგვიპტელ ვარსკვლავს ლუჩანო 2016/17 წლების სეზონში, რომაში ავარჯიშებდა.
"კვარაცხელიას ნამდვილად აქვს დრიბლინგის, დარტყმის და ისეთი ფინტების გაკეთების ალღო, რომლისგანაც თავის დაცვა ძალიან ძნელია. მომო სალაჰი ერთ-ერთი მათგანია, ვისაც მოედნის მჭიდრო სივრცეებში მოქმედებისა და შეტევის დასრულების მსგავსი თვისებები აქვს. ხვიჩა არ გრძნობს ზეწოლას, მშვიდი ბიჭია და დარწმუნებული ვარ, დიდი მომავალი აქვს. ვარჯიში ასეთივე სულისკვეთებით უნდა გააგრძელოს", - თქვა სპალეტიმ.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას სერია A-ს მიმდინარე სეზონში 18 მატჩში 9 გოლი აქვს გატანილი, 9-ჯერ საგოლე პასი გააკეთა და 2-ჯერაც პენალტი მოიპოვა. ჩემპიონთა ლიგასაც თუ დავუმატებთ, კვარას სტატისტიკა უფრო შთამბეჭდავია: 23 მატჩი, 11 გოლი, 12 საგოლე პასი და 3 მოპოვებული პენალტი.
კომენტარები